პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა














2017-2018  სასწავლო წელი

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
თემა: ,, მართლწერის პრობლემა ინგლისურ ენაში“
კლასი: v
საგანი: ინგლისური ენა
მასწავლებელი: ბიჭიკო ოჩიგავა






სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა.
კვლევის საგანი: მართლწერის პრობლემა ინგლისურ ენაში.
კლასი: V
ინგლისური ენის მასწავლებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
2017-2018 სასწავლო წელი









წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასში, ჩემს მიერ განხორციელებული  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს  ,,მართლწერის პრობლემა ინგლისურ ენაში“, რომელსაც მეორე სემესტრის განმავლობაში, იანვრიდან-მაისის ჩათვლით ვაწარმოებდი. ანგარიში სულ ექვსი თავისაგან შედგება და თითოეულ მათგანში მთელი რიგი საკითხები საინტერესოდაა წარმოდგენილი.

მართლწერის პრობლემა ინგლისურ ენაში
სარჩევი
თავი I .................................................................................................................................4
1 .კვლევის მონაწილე მხარე და პასუხისმგებლობები.............................................4
2. მოკლე მიმოხილვა სკოლის შესახებ........................................................................4
3 .ინგლისური ენის სწავლების საწყისები ................................................................5
4.საკვლევი პრობლემა და მასთან დაკავშირებული სირთულეები
 სწავლა-სწავლების პროცესში....................................................................................6
თავი II.............................................................................................................................6
1.      საკვლევი პრობლემის აქტუალობა................................................................6
2.ლიტერატური მიმოხილვა.......................................................................................7
3.კვლევის მიზანი..........................................................................................................8
4.პრობლემის გამომწვევი მიზეზები.........................................................................8
5.კვლევის ამოცანა........................................................................................................10
თავი III. …………………………………………………………………………….…11
1.მონაცემთა შეგროვება/მეთოდოლოგია.................................................................11
2.  კვლევის ვადები.......................................................................................................14
თავიIV ............................................................................................................................15
1. კვლევის შედეგები................................................................................................15
თავიV...........................................................................................................................19
1.ინტერვენციების აღწერა და მათი შედეგები....................................................19
2. ინტერვენციების შეფასება...................................................................................28
თავიVI..........................................................................................................................29
1. რეკომენდაციები და თვითკრიტიკა...................................................................29
2.დასკვნა......................................................................................................................30
3. რეფლექსია...............................................................................................................31
4. ბიბლიოგრაფია........................................................................................................33
5. დანართები...............................................................................................................34









თავიI
კვლევის მონაწილე მხარე : ბიჭიკო ოჩიგავა. სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
 პასუხისმგებლობები
1.      სამიზნე ჯგუფის შერჩევა.
2.      კვლევის ვადები.
3.      კვლევის მეთოდებისა და ინსტრუმენტების შემუშავება.
4.      მონაცემთა შეგროვება.
5.      მონაცემთა ანალიზი.
6.      კვლევის შედეგები.
7.      ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება.
8.      ინტერვენციების შედეგების ანალიზი.
9.      შედეგების გაცნობა სკოლისთვის.


მოკლე მიმოხილვა სკოლის შესახებ

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა 1923 წელს დაარსდა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იდგა და დღესაც ამაყად დგას სოფლის განათლების სადარაჯოზე. სკოლამ ასობით წარმატებული ახალგაზრდა აღუზარდა სოფელსა და სამშობლოს. პედაგოგთა უკვდავი პლეადა, მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი უანგარო სიყვარულით ასაზრდოვებდა მომავალი თაობის მსოფლმხედველობას და მართლაც, სოფელ სეფიეთის სკოლიდან არაერთი წარმატებული ახალგაზრდა გაიჭრა წარმატებული ცხოვრების ასპარეზზე. 1923 წლიდან-დღემდე თითქმის საუკუნე გავიდა და რაც სოფელ სეფიეთის სკოლას ამ დრომდე ღირსეულად შემორჩა, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მაღალი კულტურა. ამჟამად სეფეიეთის საჯარო სკოლაში 115 მოსწავლე ირიცხება, რომელთა 98% წარმატებით აღწევს ეროვნული სასაწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს. სკოლაში მომუშავე 22 პედაგოგიდან 5 სერტიფიცირებულია, დანარჩენი კი აქტიურადაა ჩართული მასწავლებელის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, რომლის ფარგლებშიც სისტემატიურად გადიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს და ზრუნავენ თავიანთ პროფესიულ განვითარებაზე. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხიანად წარმართვის ერთ-ერთ ხელისშემწყობ პირობას წარმოადგენს.



ინგლისური ენის სწავლების საწყისები
ინგლისური ენის სწავლება სეფიეთის საჯარო სკოლაში 1998 წლიდან იწყება. სკოლაში, სადაც ათწლეულების განმვალობაში ორი უცხო ენა: რუსული და გერმანული ისწავლებოდა, ახალმა ენამ  თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ინგლისური ენის, როგორც მასობრივი საკომუნიკაციო ენის წინა პლანზე წამოწევამ და  მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში მისმა  აუცილებელმა საჭიროებამ განაპირობა. მართალია, თავდაპირველად  იყო სირთულეები ახალი უცხო ენის სწავლებასთან დაკავშირებით, რადგან გერმანული ენიდან,ინგლისურ ენაზე გადასვლა მარტივი საქმე როდი იყო, თუმცა ახალგაზრდა პედაგოგის მუხლჩაუხრელმა შრომამ და საქმისადმი მისმა უანგარო სიყვარულმა, სეფიეთის საჯარო სკოლაში, ინგლისური ენის სწავლებას მყარი საფუძველი ჩაუყარა და უკვე მეორე ათწლეულია, კურსდამთავრებულები საკმაოდ მაღალ შედეგებს დებენ, როგორც ეროვნულ გამოცდებზე, ისე სხვადსხვა ტიპის სასკოლო ოლომპიადებზე. 2009 წლიდან სკოლას ორი ინგლისური ენის მასწავლებელი ჰყავს და შესაბამისად სწავლების ხარისხიც უმჯობესდება. ბოლო წლების სტატისტიკამ ცხადჰყო, რომ მოსწავლეთა დაახლოებით 90% ორი უცხო ენიდან უპირატესობას ინიგლისურ ენას ანიჭებს, რასაც, როგორც აღვნიშნე განაპირობებს, ის, რომ თანამედროვე სამყაროში, ინგლისური ენა მსოფლიო მნიშვნელობის ენას წარმოადგენს, რადგან უცხო ენებთან დაკავშირებული ყოველი სიახლე და ინიციატივა სწორედ ინგლისურ ენასთან ასოცირდება. ყოველივე ამან კი, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები მთელი რიგირ გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. სწორედ ამიტომაც, მე, როგორც ინგლისური ენის ერთ-ერთი მასწავლებელი, დავინახე საჭიროებას იმისა, რომ გადამეხედა საკუთარი პედაგოგიურ პრაქტიკისთვის,  გამომეკვეთა მთელი რიგი საჭიროებები სწავლების მიმართულებით, დამეგეგმა  შესაბამისი ინტერვენციები და საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკისთვის ახალი სისხლი გადამესხა.

საკვლევი პრობლემა და მასთან დაკავშირებული სირთულეები სწავლა-სწავლების პროცესში
პედაგოგიური მოღვაწეობის მე-6 წელს ვითვლი და ამ მხნის მანძილზე, ენის სწალების მიმართულებით  განსაკუთრებული სირთულე არ შემქნია, თუ არ ჩავთვლით სკოლაში პედაგოგიური მოღვაწეობის პირველ ხანებს, როცა არცთუ ისე საკმარისი უნარი, გამბედაობა, გამოცდილება და შემართება გამაჩნდა, რათა მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად ნაყოფიერად დავხარჯულიყავი და მათთვის ენის სწავლება საინტერესო და მარტივი გამეხადა. ცხადია ბევრი რამ არც სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა, თუ მეთოდებზე გამეგო და ასე და ამგვარად, ყოველდღიურად, მოსწავლეებთან მუშაობის პარალელურად, მეც საჭირო პროფესიულ უნარ-ჩვევებს ვიძენდი. მაშინაც და დღესააც, ვგრძნობ, რომ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის ყველაზე სუსტი მხარე, ჩემი მოსწავლეების დაბალი შედეგებია მართლწერის მიმართულებით. განსაკუთრებით დაბალი შედეგები ამ კუთხით მე-5 კლასში შეინიშნებოდა, სადაც 6 მოსწავლე ირიცხება და მათგან ხუთს ძალიან უჭიდა სიტყვების სწორად წერა. აქედან გამომდინარე,  წინადადებების გამართულად შედგენასთან დაკავშირებითაც  საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობა იყო. შესაბამისად, ჩემი კვლევის მიზანსაც  სწორედ მეხუთე კლასში, მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევ მიზეზთა იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა წარმოადგენდა. ხანგრძლივი დაკვირვებისა და გააზრების შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ  არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იყო აუცილებელი, რადგან მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემა, მოსწავლეებს მაღალ კლასებში კიდევ უფრო მეტად შეუშლიდა  ხელს  ენის სრულყოფილად დაუფლებაში. პრობლემის კვლევა და შესაბამისი ინტერვენციების განხორციელება ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკასაც გაცილებით დახვეწილსა და სასურველ შედეგებზე ორიენტირებულს გახდიდა.
თავიII
1 საკვლევი პრობლემის აქტუალობა
როგორც აღვნიშნე, ინგლისური ენის სწავლება კომპლექსურად მიმდინარეობს და არსებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თანაბრად ითვალისწინებს, მოსმენის, ლაპარაკის, კითხვისა და წერის უნარების განვითარებას. გამომდინარე აქედან, თითოეული რგოლი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის ენის სრულყოფილად დაუფლების საფუძველს. როგორც აღვნიშნე, მე-5 კლასში ჩემი კვლევის მიზანს, მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემა წარმოადგენდა. პრობლემას აქტუალურად მივიჩნევდი და დღესაც მგონია, რომ საკმაოდ აქტუალურია,რადგან, როგორც წესი, წერა, ლაპარაკთან ერთად კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მასთან დაკავშირებული პრობლემა თავისთავად განსაზღვრავს სრულყოფილიკომუნიკაციის მიღწევას. ვფიქრობ, რომ მართლწერასთან დაკავშირებული ამ ტიპის სირთულეები აზრს არ კარგავს იმ მხრივაც, რომ მართლწერა ინგლისურ ენაში სრულიად განაპირობებს სწორი კითხვის ტექნიკასაც. შესაბამისად, თუკი ორთოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრა, დაწყებით-საბაზო საფეხურზე არ მოხდა, საშუალო საფეხურზე საკმაოდ დიდი დილემის წინაშე დააყენებს მოსწავლეს ენის სრულყოფილად დაუფლების მხრივ, რაც პირველ რიგში ხელის შემშლელ ფაქტორადაც კი შეიძლება იქცეს მისთვის, როგორც  საატესტატო, ისე  ეროვნულ გამოცდებზე წარმატების მისაღწევად.
                                               
2.     ლიტერატურის მიმოხილვა

  მუშაობის პროცესში, ინგლისური ენის მართლწერის საკითხზე არაერთ საინტერესო ლიტერატურას გავეცანი. მათ შორის  იყო რამდენიმე  საინტერესო სტატია ინგლისურ ენაზე, რომელიც  ჩემ მიერ შერჩეული საკვლევი საკითხის სიღრმისეულად  გააზრებაში დამეხმარა.  წარმოგიდგენთ საინტერესო ამონარიდებს:  ,,ინგლისურ ენაში, მართლწერის წესების ცოდნა არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ წერისას  თავიდან ავიცილოთ მთელი რიგი პრობლემები. საინტერესო მოსაზრებები გაგვაჩნია ამ კუთხით ენათმეცნიერებს. ინგლისური ენის სპეციფიკის შესწავლამ ცხადყო, რომ ხშირ შემთხვევაში, უშეცდომოდ წერას,  მართლწერის წესების ზედმიწევნით ცოდნაც კი არ განაპირობებს, რადგან ინგლისურ ენაში გვხვდება სიტყვები, რომლებიც არ ემორჩილებიან მართლწერის წესებს და სულ სხვაგვარად იწერებიან“ https://howtospell.co.uk/top-ten-spelling-rules.
მართლწერის საკითხებზე საინტერესო მოსაზრებას გაეცნობით საიტ ,,Cambridge  dictionary’’- ზე განთავსებულ ერთ-ერთ  ცნობარში სათაურით ,,spelling”  სადაც ვკითხულობთ: ,,ინგლისურ ენაში, სიტყვების მართლწერა და მათი წარმოთქმა ერთმანეთს არ ემთხვევა, რის გამოც, მოცემული ენის მართლწერა სრულიად დამოკიდებულია გარკეულ წესებზე. სწორედ ამ წესთა კანონზომიერებას ემყარება ინგლისურ ენაში არსებულ სიტყვათა 75%-ის სწორად გამოწერა. მართლწერის წესების გაცნობა და მათი შესწავლა თავიდან აგვარიდებს მთელ რიგ შეცდომებს,  რომლებსაც წერისას ვუშვებთ ხოლმე. წარმოგიდგენთ მართლწერის ძირითად წესებს, რომლებიც განაპირობებენ წერის სპეციფიკას ინგლისურ ენაში და ესენია: პრეფიქსები და სუფიქსები, ასოთშეთანხმებები,ზმნის ფორმები,ასოთა გაორმაგება, ღია და დახურული მარცვალი და ა.შ. შესაბამისად, თითოული ამ წესის დაცვა თავიდან აგვარიდებს მართლწერის პრობლემებს ინგლისურენაში.“https://dictionary.cambridge.org/grammar/british-grammar/writing/spelling.
ინგლისურ ენაში სიტყვის წერასა და მის წარმოთქმას შორის განსხვავებაზე საკმაოდ საინტერესო მოსაზრებას ვკითხულობთ  ინგლისური ენის ყველასათვის კარგად ცნობილ სახელმძღვანელოში ,,ბონკი“
,,ინგლისური ენის დამწერლობა არ იცვლებოდა დიდი ხნის განმავლობაში, ხოლო ენის ბგერითმა ფორმამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ეს განსხვავება აიხსნება იმითაც, რომ ინგლისურში 44 ბგერაა, ხოლო ინგლისურში გამოყენებული ლათინური ანბანი კი მხოლოდ 26 ასოს შეიცავს. ამიტომ ერთი და იგივე ასო სხვადასხვა ვითარებაში იკითხება როგორც რამდენიმე ბგერა“
ამ საკითხზე, არანაკლებ მნიშვნელოვან მოსაზრებებს გაეცნობით  ვიდეოპრტალ ,,Youtube”-ზე, თუ ,, British Council” -ის  ოფიციალურ გვერდზე, სადაც ენათმეცნიერები და მასწავლებლებლები, მართლწერის პრობლემის აღმოფხვრის  მიზნით ძალიან საინტერესო აქტივობებს გვთავაზობენ. ინტერვენციების ეტაპზე რამდენიმე მათგანი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენე და შედეგითაც კმაყოფილი დავრჩი.


  3.კვლევის მიზანი
კვლევის მიზანი გახლდათ დეტალურად შემესწავლა მე-5 კლასში, ინგლისურ ენაში მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები, დეტალურად შემესწავლა ისინი და გამომენახა აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები, რათა მოსწავლეებს შემდეგ კლასებში გაადვილებოდათ ენის სრულყოფილად სწავლა და შეძლებოდათ  გამართულად წერა-კითხვა. გარდა ამისა, კვლევის მიზანს, ამ კუთხით,  ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაც წარმოადგენდა, რათა იგივე ამოცანის წინაშე სხვა კლასებთანაც არ დავმდგარიყავი.

 4. პრობლემის გამომწევევი მიზეზები
  მართალია, ინგლისური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, სიტყვების მართლწერა და მათი წარმოთქმა ერთმანეთს არ ემთხვევა, რასაც ინგლისურ ენაში არსებული უამრავი ასოთშეთანხმება და სხვა, მთელი რიგი წეს-კანონები განაპირობებენ, თუმცა აღნიშნულ კლასში, მართლწერასთან დაკაშირებულ პრობლემათა გამომწვვ მიზეზს მხოლოდ ეს ფაქტორები როდი იწვევდნენ. როგორც აღვნიშნე, მართლწერასთან დაკავშირებით განსაკუთრებული სირთულე  მე-5 კლასთან შეინიშნებოდა. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა სწორედ ამ კლასთან ურთიერთობით დაიწყო და შესაბამისად მიმაჩნდა, რომ იმ დროისათვის ჯერ კიდევ გამოუცდელს, მათთან ეფექტური მუშაობის მხრივ რაღაც გამომეპარა, ან უბრალოდ არასწორი სტრატეგია ავირჩიე. სანამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამის ინტერვენციებს განვახორციელებდი, მათი გამომწვევი მიზეზები უნდა გამომეკვლია. დასახული მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას გადავხედე, შემდეგ  კი ინტერვიუს მეთოდით ინგლისური ენის პედაგოგებთან ჩავატარე  გამოკითხვა რაიონის მასშტაბით, რომლებსაც წინასწარ საგანგებოდ შერჩეული სპეციალური კითხვარები დავურიგე. მონაცემთა ანალიზის შემდეგ კეძოდ მე-6 კლასზე დაკვირვება გადავწყვიტე. საწყის ეტაპზე, კვლევის თვისობრივი მეთოდების ორივე ტიპი:  უბრალო და ჩართული დაკვირვება გამოვიყენე. აღნიშნული მეთოდებით მუშაობისას თანმიმდევრულად გავიარე დაკვირვების სამი ეტაპი: აღწერითი, ფოკუსირებული და შერჩევითი. დაკვირვების თითოეულ ეტაპზე ვეყრდნობოდი ჩემ მიერ წარმოებულ დაკვირვების ოქმებს და მონაცემებს სწორედ მათზე დაყრდნობით ვაანალიზებდი. დაკვირვებას დაახლოებით ერთი თვის მანძილზე, იანვრიდან-თებერვლის ჩათვლით ვახორციელებდი. და ბოლოს  კი თვითდაკვირების, კოლეგებთან ინტერვიუებისა და მოსწავლეებზე სამუშაო პროცესში დაკვირვების შედეგად, მართლწერის პრობლემის გამომწვევი შემდეგი არსებითი მიზეზები გამოვკვეთე:
● არასწორი სტრატეგიული მიდგომა მართლწერის სწავლების კუთხით.
საკუთარი პრაქტიკის გაანალიზების შედეგად მივხვდი, რომ  წლების მანძილზე ნაკლებად ვამახვილებდი ყურადღებას წერის უნარის განვითარებაზე. აქცენტი კი ძირითადად გრამატიკის შესწავლაზე, მეტყველების, კითხვისა და მოსმენის უნარების განვითარებაზე მქონდა გადატანილი. საბოლოო ჯამში კი მართლწერის პრობლემამ, კითხვის მიმართულებითაც დიდი პრობლემის წინაშე დამაყენა.
● ენის სპეციფიკური სირთულე. ასოთშეთანხმებათა სიმრავლე.
გამოკითხულ პედაგოგთა უმრავლესობამ,  მართლწერის პრობლემის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ენის სპეციფიკური სირთულე, განსაკუთრებით კი ასოთშეთანხმებათა სიუხვე დაასახელა. ისინი მიიჩნევენ, რომ ვინაიდან განსახვავებით ქართული ენისგან,  ინგლისურ ენაში სიტყვების მართლწერა და მათი წარმოთქმა ერთმანეთს არ ემთხვევა, სწორედ ეს წეს-კანონი განაპირობებს მართლერასთან დაკავშირებულ სირთულეს ქართულენოვან მოსწავლეებს შორის.
●მოსწავლეთა სიზარმაცე და ინერტულობა.
მოსწავლეთა სწავლის პროცესზე დაკვირვებამ კი ცხადჰყო, რომ მათი უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს სიტყვების ზეპირად სწავლაზე და არა მათ სწორად წერაზე, მაშინ, როცა სწავლის პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს, როგორც ზეპირ, ისე წერით დასწავლაზე. მათთან ინტერვიუმ ცხადჰყო, რომ სიტყვების ზეპირად სწავლის შემდეგ, ეზარებათ მათი მრავალჯერ გამოწერა, რადგან ეს, მათივე თქმით გაცილებით მეტ დროს მოითხოვს. მათთან პირადი და წერილობითი საუბრისას გაირკვა ისიც, რომ მიუხედავად სიტყვათა მრავალჯერ დაწერისა, მაინც ვერ არწევენ სასურველ შედეგს სიტყვების სწორად წერის მხრივ. რაც ჩემი აზრით განპირობებულია მუშაობისას აზრების გაფანტულობითა და მართლწერის წესების არცოდნით, რაც ინტერვენციების ეტაპზე აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
● არასაკმარისი მოტივაცია და განმამტკიცებელი სტიმულების გამოყენების იშვიათი ხასიათი.
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის რეფლექსირებამ ცხადჰყო, რომ ნაკლებად ვზრუნავდი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე მაშინაც კი, როცა ისინი წერისას სასურველ შედეგებზე გადიოდნენ. დღეს უკვე ვხვდები, რომ ოპერატიულად უნდა გამოვხმაურებოდი მათ მიღწევებს და უნდა მომეხდინა მათი სტიმულირება მიღწეული წარმატებისთვის. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა განმეხორციელებინა სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომლებსაც ინტერვენციების ეტაპზე აუცილებლად განვახორციელებ.
5. კვლევის ამოცანა

კვლევის ამოცანანა გახლდათ მიზნიდან გამომდინარე კიტხვებისთვის პასუხების გაცემა:  
● რა შედეგებზე გავყავართ მართლწერის სწავლების მიმართულებით არასწორი სტრატეგიის შერჩევას და როგორ შედეგს მივიღებთ სწორი სტრატეგიის შემთხვევაში?
● რას გვაძლევს საკუთარი პრაქტიკის რეფლექსიის შეფასება და როგორ შედეგს ვიღებთ შეცდომების აღმოფხვრის  შემთხვევაში?
● როგორ შეიძლება გაიუმჯობესონ მოსწავლეებმა მართლწერის უნარები, წერის წესების სისტემატიურად და გასაგებ ენაზე მგაცნობის შემთხვევაში?
●რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მოტივაციის ამაღლებას და წახალისებას მნოსწავლეებში?
● როგორი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, თუკი მოსწავლეებს სიზარმაცის დაძლევაში დავეხმარებით?
● როგორ უნდა შევინარჩუნოთ მოსწავლეთა მხრიდან მართლწერის მიმართულებით გამოვლენილი წინსვლა?



თავიIII
1. მონაცემთა შეგროვება.
მეთოდოლოგია
მონაცემთა შეგროვება შემდეგი მეთოდების გამოყენებით განვახორციელე:
აღწერითი დაკვირვება- კვლევის საწყის ეტაპზე, სწორედ აღწერითი დაკვივების მეთოდს მივმართე, რათა მოსწავლეთა საერთო მზაობა და წერისადმი მათი ზოგადი დამოკიდებულება შემესწავლა. ვაკვირდებობდი დავალებებე მუშაობისას წერის პროცესს და ვცდილობდი დამედგინა, თუ კონკრეტულად რაზე უნდა მომეხდინეა ფოკუსირება კვლევის მიზანმიმართულად წარმოებისათვის.
ფოკუსირებული დაკვირვება-ეს მეთოდი კვლევის მომდევნო ეტაპზე გამოვიყენე, რათა წერის მიმართულებით მოსწავლეთა საერთო დონე შემესწავლა დიაგნოსტიებისათვის.
შერჩევითი დაკვირვება- კვლევის მომდევნო ეტაპზე ჩემი ინტერესის სფერო კიდევ უფრო ფოკუსირებული გახდა და დაკონკრეტდა. აღნიშნული მეთოდით შევეცადე გამერკვია, კარნახით წერა უფრო მეტად უჭირთ მოსწავლეებს, თუ  ასობგერათა არასწორი წყობით წარმოდგენილი სიტყვების კორექტირება. შესაბამისად, ამ მეთოდმა მომცა შესაძლებლობა, ჩემი კვლევა, სწორედ გამოვლენილი პრობლემის აღმოფხვრისკენ მიმემართა. როგორც ფოკუსირებულმა დაკვირვებამ ცხადჰყო, მოსწავლეებს თანაბრად უჭირთ ორივე აქტივობის სრულყოფილად შესრულება.
2. შერჩევა-მიზნობრივი
კითხვარები- კონკრეტული ინტერვენციის განხორციელებამდე საჭიროდ ჩავთვალე, თავად მოსწავლეები გამომეკითხა და მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემების მათეული ხედვა დამედგინა. კითხვარი 5 კითხვისგან შედგებოდა და შემდეგ საკითხებს მოიცავდა:





1.    მიძნელდება,თუ არა ინგლისურად წერა და რას მივიჩნევ ამის მიზეზად?
2.    ინგლისური ენის სწავლის პროცესში, რაში მიშლის ხელს წერასტან დაკავშირებული პრობლემა?
3.    რა მჭირდება იმისთის, რომ წერის კუთხით ჩემი შედეგები გავაუმჯობესო?
4.    რა მიშლის ხელს იმაში, რომ წერაში მაღალი შედეგები მქონდეს?
5.    რა უნდა გავაკეთო მე და რა ხერხს უნდა მიმართოს მასწავლებელმა იმისათვის, რომ შევძლო გამართულად წერა ინგლისურ ენაში?

წერილობითმა კითხვარებმა მომცა შესაძლებლობა, პრობლემა მოსწავლეთა თვალით დამენახა და შესაბამისი ღონისძიებებიც მოსწავლეთა ინტერესების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით დამეგეგმა.








ფოკუს ჯგუფი

მონაცემთა შეგროვების ამ ეტაპზე, პირველ რიგში, ჩემივე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელთან დავგეგმე არაოფიციალური შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო, მართლეწრის პრობლემასთან დაკავშირებული  მისეული მოსაზრების გაცნობა. მასთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმ სტრატეგიების გაზიარებაც, რომლებსაც ის აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მიიჩნევს ადეკვატურად და ეფექტურად. შემდეგ კი  ერთად შევადგინე კითხვარები, რომლებიც ინტერნეტის მეშვეობით, რაიონის სკოლების ინგლისური ენის პედაგოგებს გავუგზავნე. კითხვარი შემდეგ საკითხებს მოიცავდა:


1.    რა არის მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემის გამომწვევი მიზეზი?
2.    რამდენად ხშირად აწყდებით მართლწერასთან დაკავშირებულ პრობლემას და როგორ უმკლავდებით მას?
3.    ჩამოთვალეთ რამდენიმე სტრატეგია/ მეთოდი/აქტივობა, რომლებიც ხელს უწყობენ მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას.
4.    რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისათვის, რომ მიღწეული შედეგი ბოლომდე შეინარჩუნოს?

სამიზნე ჯგუფმა საინტერესო შედეგები აჩვენა, რაც  ეფექტური ინტერვენციების განმეხორციელებაში დამეხმარა. ძალიან საინტერესო გამოდგა მათი შეხედულებების გაზიარება.


















კვლევის ვადები

აქტივობა


იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი
პრობლემის იდენტიფიცირება.

X





კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება.

X





კვლევის სამიზნე ჯგუფის შექმნა.

X





კვლევის მეთოდების განსაზღვრა.


X




კითხვარების შედგენა მოსწავლეთათვის.


X




მოსწავლეებზე დაკვირვება
კათედრასთან მუშაობა და პედაგოგებისთვის კითხვარების შედგება.

X

X
X
X
X
X
ფოკუსჯგუფთან მუშაობა.


X



დაკვირვება.


X
X
X


მონაცემთა ანალიზი.




X


სავარაუდო ინტერვენციების დაგეგმვა.



X


ინტერვენციების განხორციელება.




X
X
X
ინტერვენციების შედეგების ანალიზი.





X
პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთაბ, შედეგების გაცნობა.





X

თავი IV
კვლევის შედეგები
დაკვირვების შედეგების ანალიზი
როგორც ზემოთ აღვნიშნე,კვლევის საწყის ეტაპზე დაკვირვების სამი მეთოდი თანმიმდევრულად გამოვიყენე, რომლის მიზანი იყო:
●მოსწავლეთა საერთო მზაობისა და წერისადმი მათი ზოგადი დამოკიდებულების შესწავლა.
●წერის მიმართულებით მოსწავლეთა საერთო დონის განსაზღვრა.
●წერის მიმათულებით კონკრეტული პრობლემისა და საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა.
 კვლევის დაწყებიდან, მის დასრულებამდე აქტიურტად  ვანხორციელებდი. პირველი ორი თვის მანძილზე ამ მეთოდის გამოყენებით ჩემი მიზანი იყო კლასის არსებული ცოდნისა და განვიტარების აქტუალური ზონის შესწავლა. ვცდილობდი გულდასმით შემესწავლა მათი ნამუშევრები წერის მიმართულებით და მთავარი პრობლემის იდენტიფიცირება მომეხდინა.
არამამოტივირებელი სასწავლო პროცესისა და წერისადმი გამოვლენილი ნაკლები ინტერესის მიზეზი, კვლევის საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა.კერძოდ: მოტივაციის ნაკლებობა და განმამტკიცებელი სტიმულების უგულვებელჰყოფა. მივხვდი, რომ წერის მიმართულებით ნაკლები ინტერესი სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობეს. გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში, გაცილებით დიდ ყურადღებას გრამატიკის შესწავლასა და მეტყველების უნარების განვითარებას ვუთმობდი, ნაკლბად ვზრუნავდი წერის უნარის განვითარებაზე, რამაც საბოლოოდ, საკმაოდ დაბალ შედეგამდე მიმიყვანა. გადავხედე რა სკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, ნათელი გახდა, მოსწავლეებს არ ვაძლევდი ისეთ დავალებებს, სადაც საჭირო იქნებოდ აროგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ცოდნის გამომჟღავნება  შესხაბამისად, არ გამაჩნდა სწორი მექანიზმი/ინსტრუმენტი იმისა, რომ ზუსტად გამეზომა, ან შემეფასებინა  თუ რამდენად შეეძლოთ მოსწავლეებს გამართულად წერა. ამ საკითხით  მას შემდეგ დავინტერესდი, რაც კითხვის პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა  დავდექი და მივხვდი, რომ ინგლისურ ენაში, სწორად კითხვა პირდაპირაა დამოკიდებული სწორად წერასთან. დაკვირვების საწყის ეტაპზეც კი, როცა მოსწავლეებს კარნახით წერას ვთავაზობდი და რამდენიმე მათგანი სასურველ შედეგსაც კი აფიქსირებდა, ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი მათთვის განმავითარებელი შეფასების მიცემას. არ ვაქებდი მათ წარმატებული მუშაობისთვის, რაც მოტივაციის ნაკლებობას იწვევდა მათში. გავაანალიზე რა, საკუთარი საქმიანობა მოცემულ სიტუაციაში, დავრწმუნდი, რომ აუცილებლად უნდა შემეცვალა მუშაობის ფორმები და პირველ რიგში, დიდი ყურადღება უნდა დამეთმო წერის უნარის განვითარებაზე და შემდგომ, აუცილებლად უნდა მეზრუნა მოსწავლეებში მიტივაციის ამაღლებაზე.
შერჩევითი დაკვირვების ეტყაპზე, რამდენიმე მოსწავლეში ისეთი რამ, აღმოვაჩინე, რასაც მანამდე ვერ ვამჩნევდი. კერძოდ  კი, ორი მოსწავლე დაწერდა რა ამა, თუ იმ  სიტყვას, რამდენიმე წამის განმავლობაში გულდასმით აკვირდებოდა მას. შემდეგ კი მოცემულ სიტყვას, ასოთა გადაადგილებით შეადგენდა და კითხვაზე, თუ რა იყო ამ სიტყვის სხვადასხვანაირად დაწერის მიზანი, პასუხი იყო შემდეგი: ,,ორივენაირად დაწერილს რომ ვუყურებ, ინტუიციით ვხვდები, თუ რომელი იქნება სწორად დაწერილი“. შესაბამისად მივედი დასკვნამდე, რომ ეს ორი მოსწავლე ვიზუალური აღქმის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა და სიტყვების სწორად გამოწერისთვის მათ გაცილებით მეტი უნდა ივარჯიშონ ახალ სიტყვებზე. კონკრეტულად კი, ყოველი ახალი სიტყვა მათი შესწავლის პროცესში რამდენიმეჯერ უნდა დაეწერათ,  რათა ადვილად შეძლებოდათ მათი დამახსოვრება და სწორად გამოწერა. დაკვირვების ამ ეტაპზევე ნათელი გახდა, რომ მოსწავლეებს უჭირდათ ღიამარცვლიანი სიტყვების სწორად გამოწერა და შესაბამისად მათი სწორად წაკითხვა-წარმოთქმა, რამაც მოითხოვა საჭიროება, რომ ინტერვენციების ეტაპზევე გამეცნო მათთვის ღიამარცვლიანი სიტყვების სწორად წარმოთქმისთვის საჭირო წესების  და დამევალებინა ამ ტიპის სიტყვებზე მუშაობა, როგორც წერილობით, ისე კითხვით.
საინტერესო შედეგები აჩვენეს კითხვარებმა, რომლებიც მოსწავლეებმა შეავსეს. კითხვარის მიზანი იყო გამერკვია, თუ რას მიიჩნევდნენ ისინი წერასთან დაკავშირებული პრობლემის გამომწვევ მიზეზებად და რაში ხედავდნენ გამოსავალს.
რაც შეეხება ფოკუს-ჯგუფთან მუშაობას, ჩემ მიერ დასმულ კითხვებზე, მათი მხრიდან საკმაოდ საინტერესო პასუხები მივიღე და მათი პრაქტიკის გაზიარებამ დამანახა არამარტო პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, არამედ მათი მოგვარების საინტერესო და ეფექტური გზებიც. გამოკითხული 10 მასწავლებლიდან, ექვსმა აღნიშნა, რომ წერის მიმართულებით არსებული პრობლემის ძირითადი გამომწვევი მიზეზი, ინგლისური ენის სპეციფიკაა, რაც ასოთშეთანხმებების სიმრავლით გამოიხატება და  მათი სრულყოფილად შესწავლის მიზნით აუცილებელია გაცილებით მეტი მუშაობა, ვიდრე ამას არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს. ამავე პედაგოგებმა, მოსწავლეებში წერის პრობლემის გამომწვევ მიზეზად, თავად მასწავლებლებიც დაასახელეს, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ისეთ წერით სავარჯიშოებს, როგორიცაა:
1.      სიტყვების გამოწერა.
2.       პატარა თხზულებების შედგენა,.
3.      წერილების წერა.
4.       კარნახით წერა.
5.      ასოთშეთანხმებებზე ინტენსიური მუშაობა.
მოსწავლეებში არსებული სიზარმაცე და მათი დაბალი მოტივაცია დაასახელა წერასთან დაკავშირებული პრობლემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რამდენიმე მასწავლებელმა. მათ აღნიშნეს, რომ არ ხდება მოსწავლეთა წახალისება და მოტივირება წერის მიმართულებით. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ მოცემულ სიტუაციაში აუცილებელი იყო ისეთი ტიპის წერითი აქტივობების განხორციელება, როგორიცაა მაგალითად წერის კონკურსი, რომელშიც გამარჯვებული მოსწავლე უნდა დამეჯილდოვებინა  სერტიფიკატი და ა.შ. მათივე თქმის, აუცილებელად უნდა ჩამეტარებინა კარნახით წერა, რაც მოსწავლეებს დამოუკიდებლად წერის უნარებს გამოუმუშავებდა.
აღნიშნული პობლემა ცხადია განვიხილე ჩემივე სკოლის უცხო ენის კათედრაზე და ამ შემთხვევაშიც საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებს გავეცანი. ინგლისური ენის მასწავლებელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებში წერის უნარების მეტად განვითერების მიზნით, მათთან დამატებითი მუშაობა იყო აუცილებელი. მანვე აღნიშნა, რომ საჭირო იყო მოსწავლეებისთვის სისტემატიურად შემეხსენებინა ასოთშეთანხმებები და ის ფუნდამენტური წესები, რომლებიც მათ სწორად წერის უნარს განუვითარებდა. მოსწავლეთა სიზარმაცე და დაბალი მოტივაცია მიიჩნია მან წერასთან დაკავშირებული პრობლემის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მოსწავლეებში მართლწერის პრობლემის გამომწვევი მიზეზები დიაგრამაზე გამოიყურება შემდეგნაირად:
1.პირველ რიგში სწავლების არასწორი სტრატეგია. 2.  ენის სპეციფიკური სირთულე. 3.  მოსწავლეთა სიზარმაცე და მოუნდომებლობა. 4. მათში არასაკმარისი მოტივაცია .


მიღებული შედეგების გაანალიზების შემდეგ, ჯერი ინტერვენციების დაგეგმვა/განხორციელებაზე მიდგა, რაც საკმაოდ რთული და ამავდროულად საინტერესო აღმოჩნდა.

თავი V
1.ინტერვენციების აღწერა და მათი შედეგები
ინტერვენციის საწყის ეტაპზე შევხვდი, როგორც ჩემი სკოლის, ისე რაიონის რამოდენიმე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს, რომლებსაც ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები დეტალურად გავაცანი. შეხვედრა მიზნად ისახავდა, გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, თითოეული პედაგოგის მოსაზრებისა და იდეის გაზიარებას. კოლეგებმა  პრობლემის დაძლევის ინდივიდუალური ხედვები გამაცნეს და შესაბამისი ღონისძიებებიც დავგეგმეთ. ცხადია თითოეული ინტერვენცია მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს უნდა ყოფილიყო მორგებული და დასახული მიზნისთვის უნდა მიმეღწია.  პირველ რიგში, მუშაობა საკუთარი თავიდან უნდა დამეწყო და მართლწერის უნარების განვითარებისთვის გაცილებბით მეტი დრო დამეთმო. კვლევის შედეგების გაანალიზებისა და კოლეგებთან შეხევედრის შემდეგ მთელი რიგი განსახორციელებელი აქტივობები შემდეგი მიმართულებით ჩამოვბალაყლიბე:
● მოსწავლეებთან შეხვედრა და მათთვის განსახორციელებელი აქტივობების გაცნობა.
● საჭირო რესურსების შექმნა/მოძიება. (თაბახები, ფერადი ფანქრები, მარკერები, თვალსაჩინოებები.)
●შეფასების რუბრიკის შედგენა.
● ასოთშეთანხმებების ხშირი განმეორება და მათი გამოყენებით შედგენილი სიტყვების გამოწერა/წაკითხვა.
●სიტყვების წერილობითი ფორმით წარმოდგენა.
● სიტყვების კორექტირება.
●წინადადებაში არასწორად დაწერილი სიტყვის ამოცნობა და კორექტირება.
●ტრანსკრიპციის მეთოდით შედგენილი წინადადებების კორექტირება და სწორი ფორმით წარმოდგენა.
● კარნახით წერა.
● მართლწერის კვირეული.

ინტერვენციების დაგეგმვიდან მეორე დღესვე მოსწავლეებს შევხვდი და მათ იმ აქტივობათა ჩამონოათვალი გავაცანი, რომელთა განხორციელებას მათივე კლასში, მომდევნო თვეების განმავლობაში ვგეგმავდი. ავუხსენი მათ, რომ სამუშაო პროცესი საკმაოდ შრომატევადი და ამავდროულად საინტერესო იქნებოდა. შეხვედრისას მოსწავლეებს ჩემ მიერ შედგენილი შეფასების რუბრიკაც გავაცანი, რომლის დახმარებითაც, აქტივობებზე მუშაობისას,  მათ პროგრესს გავზომავდი და აქვე განვუმარტე , რომ აუცილებლად ვიზრუნებდი მათ წახალისებაზე. გადავწყვიტე, რომ თითოეულ აქტივობაზე მუშაობისას, აუცილებლად მიმექცია ყურადღება მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაზე.  აუცილებლად მომეხდინა მყისიერი რეაგირება მოსწავლეთა მხრიდან სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში და ოპერატიულად მიმეწოდებინა მათთვის უკუკავშირი.
  პირველი აქტივობა, რომელიც ინტერვენციების ფარგლებში განვახორციელე, იყო ასოთშეთანხმებების განმეორება და მათი გამოყენების წესების გაცნობა. მოსწავლეებს ინგლისურ ენაში არსებული თითოეული ასოთშეთანხმება დაფაზე ჩამოვუწერე და ვთხოვე მათ, რომ რვეულში გადაეწერათ მხოლოდ ის ასოთშეთანხმებები, რომელთა წაკითხვაც შეეძლოთ. საბოლოო ჯამში საკმაოდ არასახარბიელო შედეგი მივიღე, რადგან აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმეტესობამ არ იცოდა მაქსიმუმ 6 ასოთშეთანხმების მეტი და შესაბამისად კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რაში მდგომარეობდა წერა/კითხვასთან დაკავშირებული პრობლემის არსი.
    აუცილებლად მივიჩნიე, რომ ამ მიმართულებით გაცილებით მეტი მემუშავა. ასოთშეთანხმებები თაბახის ფურცლებზე ამოვბეჭდე და საკლასო ოთახის კედლებზე გავაკარი მეტი თვალსაჩინოებისთვის. ასოთშეთანხმებები დავაწერე აგრეთვე პატარა ფერად ფურცლებს და ისინი მერხებზე დავაწებე, რათა მოსწავლეებს ხშირი შეხება ჰქონოდათ მათთან და ადვილად დაემახსოვრებინათ ისინი. ერთი კვირის განმავლობაში აქტიურ მონიტორინგს ვახორციელებდი სამუშაო პროცესზე და იმაზე, თუ რამდენად მონდომებით ეკიდებოდნენ მოსწავლეები მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ერთი კვირის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, მაშინაც კი, როცა მათ კლასში გაკვეთილი არ მქონდა, შევდიოდი მათთან და ვაწარმოებდი ასოთსეთანხმებების გამოკითხვას. ხოლო იმ დღეებში, როცა მათთან გაკვეთილი მქონდა, საგაკვეთილო მასალაზე მუშაობის შემდეგ, გაკვეთილის ბოლო ათ წუთს ასოთშეთანხმებებზე მუშაობას ვუთმობდი.მას შემდეგ, რაც მოსწავლლებს მოცემულ ასოთსეთანხმებებს, მროგორც ზეპირად, ისე წერილობით გამოვკითხავდი, ვთხოვდი  გაეხსენებინათ ისეთი სიტყვები, რომლებიც ასოსეთანხმებებისგან შედგებიან და ფურცელზე ჩამოეწერათ ისინი.
მოსწავლეებს, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში მონდომებით მუშაობდნენ და მაღალ შედეგებსაც აფიქსირებდნენ, სიგელებით ვასაჩუქრებდი, რაც დანარჩენ მოსწავლეებშიც ბეჯითად მუშაობის სურვილის პროვოცირებას ახდენდა. აღმოჩნდა, რომ მთელი ერთი კვირის განმავლობაში სიგელი თითოეულმა მოსწავლემ მიიღო მეტნაკლები რაოდენობით.  აქტიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და კვირის ბოლოს მოსწავლეთა 95%-მა დაახლოებით ყველა ასოთსეთანხმების წერა და კითხვა იცოდა. გარდა ამისა, შეეძლოთ ასოთშეთანხმებებით შედგენილი რთული და მარტივი სიტყვების კითხვა და გამოწერა. ერთმა მოსწვლემ კი ვერ შეძლო სასურველი შედეგის მიღწევა, რომელთანაც ასოთშეთანხმებებზე მუშაობა მომდევნო კვირის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელე.

 ინტერვენციის ფარგლებში რიგით მეორე აქტივობა იყო ახალი სიტყვებისა და ფრაზული ზმნების როგორც ზეპირად, ისე წერილობით ჩაბარება, რასაც როგორც წესი ადრე ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი და არასახარბიელო შედეგამდეც მიმიყვანა. ამ აქტივობისთვის მოსწავლეებს ახალი რვეულების მოტანა  მოვთხოვე და განვუმარტე, რომ ახალი სიტყვებს მთელი წლის განმავლობაში სწორედ ამ ფორმით გამოვიკითხავდი. ჩემს ახალ  წამოწყებას თავდაპირველად მოსწავლეებში დიდი აღტაცება არ გამოუწვევია, რადგან მათივე თქმით, სიტყვებისა და ფრაზული ზმნების ზეპირად შესწავლა გაცილებით ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე წერილობით და შესაბამისად ნაკლებ ენერგიასაც, თუმცა მათი მოტივაციის ამაღლებაზე ამ შემთხვევაშიც ვიზრუნე და გავაკეთე რესურს-თვალსაჩინოება სახელწოდებით ,,წარმატების დაფა“ ,  რომელზეც ,,ვარსკვლავი მოსწავლის“ სახელს განმავთავსებდი.

   რესურს-თვალსაჩინოების ,,წარმატების დაფა“ გამოყენების ინსტრუქცია შემდეგში მდგომარეობს. მასზე თითოეული მოსწავლის სახელი და გვარია აღნიშნული. ის მოსწავლე, რომელიც გაკვეთილზე საუკეთესო შედეგს აჩვენებს, დღის საუკეთესო მოსწავლის სტატუსს მიიღებს და მისი სახელი ამ სტატუსითვე აღინიშნება თვალსაჩინოებაზე. ხოლო ის მოსწავლე, რომელიც მთელი კვირის მანძილზე უმაღლეს შედეგს მიიღებს და გახდება კვირის ვარსკვლავი მოსწავლე და თვალსაჩინოებაზე საპატიო ადგილსა ც დაიკავებს. ,,წარმატების დაფა“ განთავსებულია უკუკავშირის უჯრაც, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ მოათავსონ სასწავლო პროცესთან დაკავსირებული შეკითხვები მასწავლებლის მისამართით.
  ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მოტივაციის ამაღლების ამ ფორმამ არამარტო მოსწავლეებში, არამედ პედაგოგებშიც. აღნიშნულმა თვალსაჩინოებამ სხვა კლასებშიც ძალიან კარგად იმუშავა და მოსწავლეეთა დაინტერესება გამოიწვია. მე-5 კლასში კი ამ სტრატეგიის  საშუალებით, მოსწავლეთა წერისადმი ინტერესის გაზრდა შევძელი. მართალია მონდომება აშკარად თვალშისაცემი იყო და ,,ვარსკვლავ მოსწავლის“ სტატუსის მოპოვების მიზნით იყვნენ მოხიბლულები და  ცდილობდნენ, რომ კონკურენტუნარიანი გარემო შეექმნათ, თუმცა პირველი კვირის განმავლობაში, მათი შედეგები მაინც საკმაოდ დაბალი იყო, რაც საერთოდ არ გამკვირვებია, რადგან ხვდებოდი, რომ ეს ერთგვარი სიახლე იყო მათთვის და მასთან ადაპტირებისთვის დრო სჭირდებოდათ. იმიტომ, რომ ხელი არ ჩაექნიათ, მოსწავლეებს ვუთხარი, რომ გასული კვირის შედეგებით არცთუ ისე უკმაყოფილო ვარ, რომ ამ შედეგსაც არ ველოდი, რადგან ამ ფორმატში მანამ არასდროს უმუშავიათ და დავაიმედე, რომ მომავალი კვირა გაცილებით უკეთესი შედეგის მომცემი იქნებოდა. მახსოვს ერთ-ერთი მოსწავლის შეკითხვა, რომელშიც შკარა იმედგაცრუება ამოვიკითხე ,, ამ კვირაში არავინ იქნება ვარსკვლავი მოსწავლე?“ მივხდი, რომ ამ მოსწავლემ მისდაუნებურად მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისკენ მომიწოდა და არც დავაყოვნე. გადავწყვიტე, რომ კვირის მანძილზე აქტიური მცდელობისთვის, თითოეული  მოსწავლისთვსის  ვარსკვლავის სტატუსი მიმენიჭებინა, რაც ვფიქრობ, რომ გარდამტეხი ფაქტორი გახდა მომდევნო კვირის წარმატებული მუშაობისთვის. ახალი სამუშაო კვირა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ექვსი მოსწავლიდან, ოთხმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენა და ღირსეულად მოიპოვა ,,ვარსკვლავი“ მოსწავლის სტატუსი. ორი მოსწავლე კი წარმატებული მოსწავლის სტატუსს დაკმაყოფილდა და დადეს პირობა, რომ უკეთესი შედეგის მისაღწევად ყველაფერი წინ აქვთ. კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მათი ასეთი მოდომება წერის მიმართულებით და ადრე რატომ არ აქცევდნენ მას ასეთ ყურადღებას, პასუხი ერთგვაროვანი იყო ,, ვასრსკვლავი მოსწავლე გვინდა რომ ვიყოთ.“ განსაკუთრებული და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კლასის ერთ-ერთი თამამი და პირდაპირი მოსწავლის პასუხი ჩემს მიერ დასმულ იგივე კითხვაზე. პასუხი ჟღერდა ასე ,,თქვენ არ გვაწერინებდით, თორემ მაშინაც ვისწავლიდი წერით.“ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კლასში მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემის გამომწვევი  ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მე ვიყავი და დავწმუნდი იმაშიც, რომ აღნიშნული პრაქტიკის კვლევა სწორედ რომ დროული და მნიშვნელოვანი იყო, ჩემი პროფესიული განვითარებისათვის. გადავწყვიტე, რომ აქტივობა: ,,სიტყვების წერილობით ჩაბარება“ მთელი წლის განმავლობაში განმეხორციელებინა და წლის ბოლოს შედეგით გაოცებული დავრჩი. ექვსი მოსწავლიდან, ხუთმა მოსწავლემ თითქმის უშეცდომოდ შეძლო სიტყვების გამოწერა, რაც მათ კითხვის ტექნიკის გაუმჯობესებაშიც დაეხმარა. რაც შეეხება ერთ მოსწავლეს,  მისი აკადემიური მოსწრება დღემდე საკმაოდ დაბალია, რასაც მისი მხრიდან გაკვეთილების გაცდენის სიხშირე განაპირობებს და შესაბამისად მასთან მომავალ წელსაც მომიწევს დამატებითი მუშაობა.
 ინტერვენციების ფარგლებში მორიგი აქტივობებიც საკმაოდ შრომატევადი, თუმცა საინტერესო და ეფექტური გამოდგა. არასწორად შედგენილი სიტყვების კორექტირება და წინადადებაში მოცემული ერთი არასწორად დაწერილი სიტყვის ამოცნობა/კორექტირება, სწორედ ამ დავალებების შესრულებას გულისხმოვდა მორიგი აქტივობა, რომელზეც  დაახლოებით ერთი თვის მანძილზე აქტიურად ვმუშაობდით.  აქტივობა მიზნად ისახავდა კრიტიკული აზროვნებისა და კვლევა-ძიების უნარების განვითარებას, რაც ცხადია მართლწერის უნარის განვითარებასაც მოიცავდა. აღნიშნულ აქტივობაზე კვირაში სამჯერ ვმუშაობდით. მას საგაკვეთილო დროის ბოლო ათ წუთს ვუთმობდი. საჭიროების შემთხვევაში კი კვირაში ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ ვიკრიბებოდით და აღნიშნულ აქტივობებზე ნახევარი საათის განმავლობაში ვმუშაობდით.
  დავალებები მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით მქონდა შედგენილი. პირველი სამუშაო დღე საკმოდ მარტივი დავალებებით დავიწყეთ და მოსწავლეებს კორექტირებისთვის სულ რაღაც 10 სიტყვა და 5 წინადადება შევთავაზე, რომლებშიც ერთი არასწორად დაწერილი სიტყვა უნდა ეპოვათ.  თავდაპირველად, 10 წუთი სრულიად საკმარისი აღმოცნდა დავალების შესასრულებლად, თუმცა მომდევნო დღეებში საკითხების რაოდენობის გაზრდისა და შედარებით რთული თემატიკიდან გამომდინარე გადავწყვიტე კვირაში ერთი დღე, ნახევარი საათი დამატებით გამომეყო, რათა მუშაობა უფრო შედეგიანი ყოფილიყო. პირველი კვირის მანძილზე მოსწავლეებს კორეტირებისთვის შედარებით მარტივი ზმნები შევთავაზე. წინადადებები კი მარტივ დიალოგებს მოიცავდა და შესაბამისად მათზე მუშაობას დიდი სირთულის წინაშე არ დავუყენებივარ. პირველი კვირის მანძილზე 10 სიტყვიდან სწორად კორექტირებული სიტყვების მაქსიმალურმა რაოდენობამ შეადგინა 9, რომელიც კლასის ერთ-ერთმა საკმაოდ მონდომებულმა მოსწავლემ ამ  აქტივობაზე მუშაობის განმავლობაში დააფიქსირა, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 3.  კვირის ბოლოს კი სწორად კორექტირებული სიტყვების საშუალო მაჩვენებელი მთელს კლასზე იყო 7, რაც საკმაოდ კარგი შედეგი იყო. მომდევნო კვირების მანძილზე დავალებები შედარებით გავართულე, რამაც გავლენა შედეგებზეც იქონია, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვეულ მეთოდს ,,ვასრკვლავი მოსწავლე“ მივმართე, რამაც ცხადია დადებით შედეგზე გამიყვანა. მუშაობის პარალელურად კი მოსწავლეებს ხშირად ვახსენებდი, რომ სიტყვების სწორად დასაწრეად აუცილებელი იყო მათზე ბეჯითად მუშაობა შინ. კერძოდ კი რაც შეიძლება ბევრჯერ გამოეწერათ თითოეული ახალი სიტყვა და განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ, როგორც ასოთშეთანხმებებისგან შემდგარ, ისე ღია მარცვლიან სიტყვებზე. აღნიშნულ აქტივობებზე მუშაობის პარალელურად კი მოსწავლეებს სისტემატიურად ვახსენებდი ასოთშეთანხმებებსა და მათი წარმოების წესებს. საბოლოო შედეგად კი მივიღე ის, რომ მოსწავლეებს განუვითარდათ კრიტიკულად აზროვნების უნარები. მათ უკვე შეეძლოთ დაკვირვებით ამოეკითხათ თითოეული სიტყვა და წერისას მეტად მობილიზებულნი ყოფილიყვნენ.
დიაგრამაზე ნაჩვენებია, მოსწავლეთა რამდენმა პროცენტმა აჩვენა დადებითი შედეგი თითოეული კვირის განმავლობაში აღნიშნულ აქტივობაზე მუშაობისას.
1.      პირველი კვირის შედეგები 55%.
2.      მეორე კვირის შედეგები 70%
3.      მესამე კვირის შედეგები 60%
4.      მეოთხე კვირის შედეგები 95%
კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო, თუმცა ამავდროულად რთული აქტივობა, რომელიც განვახორციელე მორიგი ინტერვენციის ფარგლებში იყო ტრანსკრიპციის მეთოდით შედგენილი წინადადებების კორექტირება და სწორი ფორმით წარმოდგენა. ასოთშეთანხმებათა სიმრავლიდან გამომდინარე და რომ ინგლისურ ენაში სიტყვების მართლწერა საკმაოდ რთულია, სწორედ ამან წარმოშვა მთელი რიგი შემდგომი სირთულეებისა ახალ აქტივობაზე მუშაობისას. მოსწავლეებს საწყის ეტაპზე რამდენიმე მარტივი წინადადება შევთავაზე, რომლებიც მოცემული იყო ტრანსკრიპციის მეთოდით. მაგალითად: ai laik mai pensil. After sku:l ai gou houm და ა.შ. მოსწავლეებს ყურადღებით უნდა წაეკითხათ მოცემული წინადადებები, გაეხსენებინათ, თუ როგორ იწერება ტრანსკრიპციის სახით მოცემული თითოეული სიტყვა და ამ პრინციპით მოეხდინათ თითოეული წინადადების კორექტირება.
მაგალითად: ai laik mai pensil --- I like my pencil.
                        After sku:l ai gou houm.-----after school I go home.
მიუხედავად იმისა, რომ დავალების მიცემისა მოსწავლეებს ინსტრუქცია გასაგებად გავაცანი, მუშაობისას დაბნეულობა მაინც გამოიკვეთა, რადგან მათთვის ამ ტიპის დავალებების შესრულება სრულიად უცხო იყო და შესაბამისად გაუჭირდათ კიდეც. გავიაზრე რა არსებული სირთულე, მოსწავლეებს დაფაზე დავუწერე ერთი ზმნა: Totranslate და ერთიც ზედსართავი სახელი:  Exciting.  შემდეგ დაფასთან გამოვიძახე ორი მოსწავლე და ერთ-ერთ მათგანს ვთხოვე მოცემული ზმნა ტრანსკრიპციის პრინციპით დაეწერა, ხოლო მეორე მოსწავლეს იგივე პრინციპით ზედსართავი სახელი უნდა წარმოედგინა. ორივე მათგანმა დავალებას თავი შესანისნავად გაართვა. შემდეგ მთელს კლას კიდევ ერთხელ გავაცანი ტრანსკრიპციის პრინციპი და განვუმარტე, რომ მოცემული დავალებების მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ტრანსკრიპციის მეთოდით მოცემული, ანუ მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ადვილად წასაკითხი სიტყვა გადაგვეყვანა ჩვეულებრივ, საწყის ფორმაში. დამატებითმა ინსტრუქციამ შედეგი გამოიღო, თუმცა წინადადების სრულად კორექტირება ვერცერთმა მოსწავლემ ვერ შეძლო. გამომდინარე აქედან, შევეცადე, რომ მათი მუშაობის პროცესში მეც აქტიურად ჩავრთულიყავი და თუკი პირველ-მეორე ჯერზე მათ მუშაობის პროცესში არ ვერეოდი, ამჯერად გადავწყვიტე საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმომეჩინა. კერძოდ: შედარებით რთული წინადადება გადამქონდა დაფაზე და ერთობლივად განვიხილავდით თითოეულ სიტყვას. შემდეგ კი ვთხოვდი, რომ სრულად გასწორებული წინადადება გადაეტანათ რვეულში. სტრატეგია ეფექტური აღმოცნდა. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ჩემი ,როგორც ფასილიტატორის როლი, აქტიური ჩართულობა, რაც მომდევნო ჯერზე, უფრო რთული დავალებების ეტაპზეეც გამოვიყენე.  საბოლოო ჯამში, შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან მოსწავლეებმა ამ შემთხვევაშიც კრიტიკული აზროვნების უნარები განივითარეს და ცხადია კიდევ უფრო ჩაუღრმავდნენ მართლწერის პრინციპებს.

კიდევ ერთი მორიგი და საინტერესო, თუმცა ამავდროულად საკმაოდ რთული აქტივობა, რომელიც ინტერვენციების ფარგლებში განვახორციელე, ,,კარნახით წერა“ იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ვიცოდი აღნიშნულ აქტივობაზე მუშაობა საწყის ეტაპზე სირთულეს შექმნიდა, გადავწყვიტე მოსწავლეთათვის, მათვის ნაცნობი ტექსტები შემეთავაზებინა და უცხო ტექსტებით არ დამებნია. თავდაპირველად, ცხადია შემოკლებული ტექსტებით დავიწყე. აქტივობის სირთულიდან გამომდინარე, წინადადებს ნელ ტემპში და გარკვევით ვკარნახობდი, რათა მოსწავლეებს შეძლებოდათ თითოეული სიტყვის სწორად გაგება.  აღნიშნულ აქტივობაზე,  კვირაში ორჯერ, 15 წუთის განმავლობაში, 3 კვირის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით და ამ ხნის განმავლობაში  საკმაოდ საინტერესო შედეგებიც მივიღე. პირველი კვირის განმავლობაში სამმა მოსწავლემ საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა, რაც  მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის,  რადგან ამ მოსწავლეებს სტატისტიკურად, ყველა საგანში საკმაოდ მაღალი აკადემიური შედეგებით გამოირჩევიან. საინტერესო იყო შედარებით დაბალი აკადემიური მაჩვენებლის მქონე  მოსწავლეების შედეგებიც. თავდაპირველად მათი ნამუშევრები, ძირითადად ტრანსკრიპციის ფორმოთ იყო წარმოდგენილი, რის გამოც საჭირო იყო მათთან დამატებითი მუშაობა. კერძოდ: მათ მივეცი მათთვის ნაკარნახევი ტექსტების დედანი  და ვთხოვე მათი ნამუშევრებისთვის შეედარებინათ. მათ ხაზი გაუსვევს იმ სიტყვებს, რომლებიც არასწორი ფორმით ჰქონდათ დაწერილი და ვთხოვე, რომ აღნიშნული სიტყვები სწორი ფორმით მომდევნო დღეს წერილობით შეესრულებინათ.მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე, კარნახზე მუშაობისას საკმაო სირთულეებს წავაწყდით, მოსწაცვლეთა ნამუშევრებში, ტექსტის ძირითადი აზრის გაგება მაინც შესაძლებელი იყო. მომდევნო კვირას ტექსტი ოდნავ გავართულე, რაც მოსწავლეთა შედეგებზეც აისახა. მრაც შეეხება მესამე კვირას, ის გაცილებით კარგი შედეგით დასრულდა, რადგან მოსწავლეთა თქმით, ისინი შეეჩვივნენ კარნახით წერის სპეციფიკას.  თითოეული კარნახით წერის შემდეგ,  მათთან ერთად დეტალურად განვიხილავდი თითოეულ წინადადებასა და სიტყვას. კიდევ ერთხელ ვუსვამდი ხაზსს მართლწერის საკითხებს, ასოთშეთანხმებებს, ღია და დახურულ მარცვლებს. ყოველივე ეს კი დღითიდღე უწყობდა ხელს მოსეწავლეებს სასურველი შედეგის მიღწევაში. საბოლოოდ კი  მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, კარნახით წერამ  საკმაოდ დახვეწილი სახე მიიღო.
დიაგრამაზე მოცემულია მოსწავლეთა შედეგები კარნხით წერისას სამი კვირის განმავლობაში.
1.      პირველი კვირა-3 მოსწავლე.
2.      მეორე კვირა-2 მოსწავლე.
3.      მესამე კვირა-5 მოსწავლე.
ბოლო აქტივობა ინტერვენციის ფარგლებში, მართლწერის კვირეული იყო, რომელიც სამი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. აქტივობის ფარგლებში,კვლევის განმავლობაში გამოყენებული ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი დავალებების ნაკრები გამოვიყენე. აღნიშნული აქტივობის მიზანი, მოსწავლეთთა მიღწევის დონისა და საბოლოო შედეგების შეფასება გახლდათ. აქტივობა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. პირველ დღეს მოსწავლეებს 20 დავალებისგან შემდგარი ტესტი შევთავაზე. 20 დავალებისგან შედგებოდა ტესტი მეორე ტურშიც, ხოლო მესამე ტური კარნახით წერას ითვალისწინებდა. ცხადია ყველაზე ნაკლები შეცდომა პირველ ტურში დააფიქსირდა, რადგან ტესტი საკმაოდ ადვილი დავალებებისგან  შედგებოდა. შედარებით მეტი შეცდომები მოჰყვა კარნახით წერას, რადგან აღნიშნული აქტივობა ერთგვარ სიახლეს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის. საბოლოოდ, კვირეულით საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი, რადგან მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინები და წარმატებით გაართვეს თავი მთელ რიგ დავალებებს.
  ვინაიდან ,, მართლწერის კვირეული“ ინტერვენციების ფარგლებში განხორციელებული ბოლო აქტივობა გახლდათ, რითაც ფაქტიურად შევაჯამე რამდენიმე თვიანი მუშაობა, მასზე მუშაობის დასრულებისას მოსწავლეებს ქების სიგელები გადავეცი გულმოდგინე და მონდომებული მუშაობისთვის. სიგელები საკლასო ოთახში, კედლებზე გავაკარით.ამ ფორმით მოსწავლეებს სასიამოვნო განწყობა შევუქმენი. აქტივობის ბოლოს მოსწავლეებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადავუხადე და ვუთხარი მათ, რომ მათი შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან  მათი შედეგები მართლწერის კუთხით საკმაოდ დაიხვეწა, რაც ბეჯითად მუშაობამ განაპირობა. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი და მზობა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობებზე, მომავალშიც აქტიურად იმუშავებდნენ.
 მე, როგორც კვლევის წამმართველი ვთვლი, რომ მართლწერის მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებ, რადგან სწავლა უწყვეტ პროცესს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობა ყოველთვის საჭიროა. ჩემს მიერ განხორციელებული კვლევა, ეს იყო ერთგვარი პირველი ნაბიჯი საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე, რასაც უწყვეტი განვითარება ჰქვია. საჭიროებისამებრ მომავალშიც აქტიურად განვახორციელებ სხვადასხვა ტიპის კვლევებს.

3.    ინტერვენციების შეფასება
მოგეხსენებათ აღნიშნული კვლევის მიზანი იყო მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა მოსწავლეებში, რაც საწყის ეტაპზე მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებით დავიწყე, რასაც მოგვიანებით ინტერვენციების განხორციელება მოჰყვა. ინტერვენციების ფარგლებში, თითოეულ აქტივობაზე მუშაობამ ცხადია  დამატებითი დრო და ენერგია წაიღო, თუმცა საბოლოო ჯამში შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ ამჟამინდელ ნაშრომებში, მართლწერის  მხრივ შეცდომების რაოდენობა თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი.
  როგორც წესი, ინტერვენციების განხორციელების შემდეგ საკუთარი საქმიანობა შევაფასე. გადავხედე მოსწვლეთა ნამუშევრებს და გულდასმით შევადარე მათ მიერ მიღწეული შედეგები, ინტერვენციებამდე არსებულ მათსავე შდეგებს მართლწერის მიმართულებით. ჩემთვის აშკარად თვალშისაცემი იყო ის შედეგები, რომლებსაც ინტერვენციების შედეგად მოსწავლეებმა მიაღწიეს. მათი ნამუსევრების მიხდვით , ცხადი გახდა, რომ ყველაზე მეტად გაუჭირდათ მუსაობა ატივობაზე - ,,კარნახით წერა“ რაც იმით ავხსენი, რომ ამ ტიპის აქტივობაზე მუშაობის ნაკლები გამოცდილება გააჩნდათ. მიღებული მონაცემების  გაანალიზების შედეგად დავასკვენი,  რომ მეტი დრო უნდა დაეთმოს კარნახით წერას, რაც მოსწავლეებს სწორად წერის კულტურას ჩამოუყალიბებს.განსაკუთრებით  გაუადვილდათ  აქტივობა ,,სიტყვების“ კორექტირება, რომლის დროსაც მოსწავლეებს ევალებოდათ არასწორად შედგენილი სიტყვების კორექტირება. თითოეულ აქტივობაზე,  ერთი  კვირის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით, რამაც საბოლოოდ  მართლწერის მიმართულებით მოსწავლეთა შედეგები გააუმჯობესა.
   ინტერვენციების ბოლოს, განხორციელებული აქტივობები და შედეგები, როგორც უცხო ენის კათედრის მასწავლებლებს, ისე შეფასების ჯგუფს და თითქმის ყველა კოლეგას გავაცანი, რომლებმაც ჩემი  მუშაობა დადებითად შეაფსეს. ინგლისური ენის მასწავლებელმა აღნიშნა, რომ თითონაც გეგმავს პრაქტიკის კვლევას ამ მიმართულებით, რაშიც ცხადია შეძლებისდაგვარად დავეხმარები კიდეც.  კვლევაზე მუსაობითკმაყოფილი ვარ, რადგან მოსწავლეებმა გააუმჯობესეს წერის კულტურა, მათ ნაშრომებში შეცდომების რაოდენობა ძალიან შემცირებულია, თუმცა ვთვლი, რომ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდე და მომავალში აქტიურად ვიზრუნო სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე თუ სხვა  მიმართულებით.
თავი VI
1.    რეკომენდაციები და თვითკრიტიკა
როგორც აღვნიშნე, კვლევას მთელი მეორე სემესტრის განმავლობაში მე-5 კლასში ვახორციელებდი,  თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მართლწერის მიმართულებით პრობლემა მეტნაკლებად ყველა კლასში შეინიშნება. იმისათვის, რომ კვლევა ძალიან გადატვირთული და არარეალისტური არ ყოფილიყო, სწორედ იმ კლასით დავიწყე, სადაც ამ მიმართულებით გაცილებით  სერიოზული  პრობლემა იყო. შევისწავლე და გავიაზრე რა ჩემი საქმიანობა და მიღწეული შედეგები მე-5 კლასთან, ვხვდები, რომ აუცილებლად უნდა ვიმუშავო ამ და სხვა მიმართულებითაც სხვა კლასებშიც, რათა მოსწავლეებმა შეძლონ შედეგების გაუმჯობესება.
  ვფიქრობ აუცილებელია კოლეგებმაც გაიზიაროონ ჩემი გამოცდილება პრაქტიკის კვლევის კუთხით, რადგან ეს არის გრძელვადიანი, დროში გაწერილი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლესთან, კონკრეტულ სამიზნე ჯგუფთან დამატებით, აქტიურ მუშაობას, რაც თავისთავად დადებით შედეგს განაპირობებს. მიმაჩნია, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თითოეულ სკოლაში უნდა დაინერგოს ერთგვარ კულტურად, რაც მასწავლებელს მისცემს  საშუალებას საკუთარი საქმიანობაზე, ნაკლოვანებების აღმოჩენით და საკუთარ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით დაგეგმოს და განახორციელოს მთელი რიგი ღონისძიებები, რაც მისი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობასთან ერთად, მოსწავლეთა სწავლების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. სწავლა-სწავლების ხარისხის კუთხით სხვადასხვა ტიპის  პრობლემები თითქმის ყველა კლასშია, რომლის აღმოფხვრაც პირველ რიგში პედაგოგის კომპეტენციაში შედის. შესაბამისად, რაც უფრო გულისყურით გამოიკვლევს მასწავლებელი თითოეული პრობლემის გამომწვევ  მიზეზს და  დროულად შეძლებს  პრობლემის პრევენციას, მით უფრო ადვილად  შეუშლის ხელს ხარვეზების წარმოშობას სწავლების პროცესში, რაცშ  ემდგომში დადებითად აისახება განათლების ხარისხზეც. ამ შემთხვევაში ცხადია განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ უცხო ენაზე, რომლის დაუფლებაც საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესია.




                                               










                                                               დასკვნა
●უცხო ენის სწავლების პროცესში, აუცილებლად უნდა იქნას ყურადღება გამახვილებული მართლწერის საკითხებზე. ახალი სიტყვებისა, თუ ფრაზების გამოკითხვის წერილობით ხასიათს უნდა მიეცეს სისტემატიური ხასიათი.
●მართლწერის პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები მნიშვნელოვნად განაპირობებენ სასურველი შედეგის მიღწევას. ამ დროს მნიშვნელოვნად იზრდება მოსწავლის მოტივაციაც და სწავლის პროცესიც გაცილებით საინტერესო ხდება.
●მართლწერის კვირეულების ჩატარება ორ-სამ თვეში ერთჯერ ძალიან საინტერესო სურათს იძლევა მოსწავლეთა მიღწევების, პროგრესისა, თუ რეგრესის მიმართულებით. გარდა ამისა ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.
●მასწავლებლის მხრიდან სწავლის პროცესის ოპერატიული მონიტორინგი, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასურველი შედეგის მიღწევას.
●პროგრესის   ოპერატიული აღიარება და შესაბამისი  ეფექტური უკუკავშირი ხელს უწყობს მოტივაციის ზრდას მოსწავლეში, რაც მისი შემდგომი წარმატების გარანტია ხდება.
●პედაგოგის მხრიდან საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის ობიექტური შეფასება, ხელს უწყობს როგორც მის პროფესიულ ზრდას, ისე მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას.
●კოლეგებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება, პროფესიული ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.


                                               


                                                    

                                               რეფლექსია
 სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასში, ჩემს მიერ  განხორციელებული პრაქტიკის კვლევა თემაზე ,, მართლწერის პრობლემა ინგლისურ ენაში“ წარმოადგენს დოკუმენტს,რომელშიც დეტლურადაა ასახული კვლევის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. კვლევის თითოეულ ეტაპზე აქტიურად ვთანამშრომლობდი როგორც ჩემი სკოლის, ასევე სხვა სკოლების პედაგოგებთან. განსაკუთრებულ მხარდაჭერას კი რა თქმა უნდა ჩემი სკოლის კოლეგებისგან ვგრძობდი. ვინაიდან სქემის ფარგლებში ვარ სკოლის ფასილიტატორი, ცდილობდნენ ჩემი ფუნქციების დელეგირება მოეხდინათ, რათა ხელი შეეწყოთ ჩემი საქმიანობისთვის. მათი გამოცდილების გაზიარებამ, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შეფასებამ მართლწერის მიმართულებით და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით დაგეგმილი, შესაბამისი აქტივობების განხორციელებამ, არამარტო მოსწავლეთა შედეგები გააუმჯობესა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩემს პროფესიულ განვითარებასაც.
კვლევის  განმავლობაში ხშირად ვაწყდებოდი სირთულეებსაც, რადგან ამ კუთხით ჩემი გამოცდილება არ მაძლევდა  შედეგების ანალიზისა, თუ განსახორციელებელი ინტერვენციების სიღრმისეულად წვდომის საშუალებას, თუმცა კოლეგებთან თანამშრომლობით, ტრენერებთან ხშირი კომუნიკაციითა და ინტერნეტრესურსების დახმარებით მაინც შევძელი დასახული მიზნის მიღწევა. მინდა თამამად ვთქვა, რომ  კოლეგიალობა და პოზიტიური დამოკიდებულებები, ნებისმიერი საქმიანობის  წარმატებით დაგვირგვინების გარანტიაა.
  მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კლასთან მუშაობის მხრივ პრობლემა არასდროს მქონია, კვლევის ფარგლებში მაინც წავაწყდი მთელ რიგ სირთულეებს მათთან ურთიერთობაში, რადგან დამატებითი საქმიანობების შესრულება არცთუ სასიამოვნო აღმოჩნდა მათთვის, თუმცა  გულახდილი საუბრები, რომ აღნიშნული საქმიანობა მიზნად ისახავდა მათი შედეგების გაუმჯობესებას, საკმაოდ ეფექტური გამოდგა. გარდა ამისა, გულწრფელად ვთხოვე მათ,  რომ კვლევა ჩემთვისაც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი იყო და რომ მათი დახმარება და გვერდში დგომა მჭირდებოდა. ახლა კი  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუკი მოსწავლეებთან გულახდილები ვიქნებით და ხშირად ვაგრძნობინებთ მათ, რომ მათი დახმარება ჩვენც გვჭირდება, მერწმუნეთ, აუცილებლად აუმაღლდება თვითრწმენა, განცდა იმისა, რომ მისი იმედიც აქვთ და აუცილებლად დადგება ჩვენს გვერდით.
 ვაღიარებ, რომ ძალზე შრომატევადი იყო თითოეული აქტივობა, რომელიც ინტერვენციის ფარგლებში განვახორციელე. განსაკუთრებვით კი მოსწავლეებისთვის დამატებითი გაკვეთილის ჩატარება წარმოადგენდა სირთულეს, რომლის განმავლობაშიც  მართლწერის საკითხებს განვიხილავდით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ვცდილობდი მათი მოტივაციის ამაღლებაზეც მეზრუნა, ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მუშაობა საკმაოდ საინტერესო დინამიკით განვითარდა. არანაკლებ შღომატევადი და რთული იყო აქტივობაც ,,კარნახით“ წერა, რომლის დროსაც მოსწავლეები სერიოზულ პრობლემებს აწყდებოდნბენ, უჭირდათ დამოუკიდებლად მუშაობა, თუმცა აქტივობას ინტენსიური ხასიათი მივეცი და საბოლოო შედეგით კმაყოფილი დავრჩი. ვურჩევ ჩემს კოლეგებს რომ აუცილებლად განახორციელონ ეს აქტივობა თვეში მინიმუმ ორჯერ მაინც , მისცენ მას სახალისო  ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშის სახე და გამარჯვებულები დაასაჩუქრონ სიგელებითა, თუ დიპლომებით. მერწმუნეთ შედეგით გაოცდებით.
კვლევის დასრულების შემდეგ, დასრულებული ანგარიში შეფასების ჯგუფს წარვუდგინე და კიდევ ერთხელ ერთობლივად განვიხილეთ ის მონაცემები, რომლებიც კვლევის შედეგად მივიღე. მათი მხრიდან საკმაოდ საინტერსო აქცენტები გაჟღერდა და აღნიშნეს, რომ ჩვენი სკოლის ისტორიაში, ეს, მასწავლებლის მიერ  შექმნილი პირველი  სერიოზული, ვრცელი და შრომატევადი დოკუმენტია. უცხო ენების კათედრაზე კი აღინიშნა, რომ ანგარიშში მოცემულ მეთოდებს აუცილებლად გამოიყენებნ თავიანთ საქმიანობაშიც, რათა უკეთ შეძლონ მთელი რიგი პრობლემების აღმოფხვრა.
რაც შეეხება კვლევის ანგარიშს, ვაპირებ, რომ ჩემს სამუშაო ბლოგზეც გამოვაქვეყნო, რათა დაინტერესებულმა პირებმაც შეძლონ მისი ნახვა და ჩემი გამოცდილების გაზიარება.











                                                      
 ბიბლიოგრაფია
1.    https://howtospell.co.uk/top-ten-spelling-rules. სტატია ინგლისურ ენაზე მართლწერის საკითხზე.
2.    https://dictionary.cambridge.org/grammar/british-grammar/writing/spelling--ცნობარი თემაზე ,,ორთოგრაფია ინგლისურ ენაში“

3.       https://ka.glosbe.com/ka/en/%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-როგორ ვისწავლოთ წერა-კითხვა ინგლისურ ენაში მარტივად.


5.       https://www.youtube.com/watch?v=8XqqSSWf-28 -ინგლისური ენის შესწავლა. კითხვის ვიდეო გაკვეთილები.

6.       ,,ბონკი“-ინგლისური ენის სახელმძრვანელო. გვ. 7-8.













დანართი №1
1.       ასოთშეთანხმებები. მაგ: როგორ იკითხება შემდეგი ასოთშეთანხმებები:
Kn-
Kh-
Ts-
Sh-
Ch-
Oo-
Ee-
Ea-
Wh-
Oa-
2.       გაიხსენეთ და დაწერეთ მინიმუმ 10 სიტყვა, რომლებშიც შედგენილი იქნება მოცემული ასოთშეთანხმებებიდან. მაგ:
Book. Where, know, shelf და ა.შ.

3.     მოსწავლეები, ასონაკლულ სიტყვებში ჩაწერენ მოცემული ასოებიდან შესაბამის ასოს.
Me-t     o, e,g.
k-ow.      l, s, n.
rec-ive     e,a,k.
vi-it.          z, s, v.
tak-           u, w,e.
-earn         m, n, l.
w-man.      u, q, k
cha-ge.      l, x,n.
bo-ing.      r, p, i.
alw-ys.       e, a, z.
4.     შემოხაზეთ არასწორად შედგენილი სიტყვა.
boat   bout   boet
repeat  ripit    reapet
give  giv    giwe
pikcher  picture   pikcha
beliv     bilive     belive
qwestion  question  kuestion
beutiful    biufiful     beautiful
sure     shua       sura
klose    clouse    close
hose    hause    house

                                                       

                                                                 
 დანართი №2

არასწორად დაწერილი სიტყვები დაწერეთ სწორად
after          piople         darcness        nekst       samething        wud         nobodi       saize       
-------       -----------       -------------        ---------   ----------------     ---------      -----------   ---------- 
 geit      leta       saund        haer      shaut       yaung       esceipe       capch a       sailence       horse               
--------   --------   -----------       ---------   -----------   ------------    --------------     ------------       --------------    -----------
Tfaer      pleope      senskrad      txen     gnihtemos      doow      nodybo     sezi      rizep
 -------------    -------------   -------------      ---------   ----------------       ---------      ------------   --------     --------
  Tage           tela          dnuos         houts     gouny    peacse    ptureca   lisence  esroh  ppyahnu
----------       ----------   -----------    ------------  ---------  -----------  ------------  ----------- ------- ------------
   emeizing     owful    brilliant    inkredible   eksaiting      boaring   gud  terribl  fantastik                                              
  ------------    ----------  ----------     ------------     ------------     -----------   ------  ------------ --------------
   eiaker               ranner          piople        darkness
 -----------    ------------          -----------         -----------

შემოხაზეთ სწორად დაწერილი სიტყვა
●breiv          ●femous      ●horrifying        ●oful          ●tarrible     ●waif      ●huga     ●perents     ●kaind
●Breva         ●famous      ●horifaing          ●awful      ●terible       ●wefe     ●huge     ●farents      ●kinde
●brave         ●feimas        ●horryfaing      ●owful       ●terrible      ●wife      ●hiuj      ●parents      ●kind

                                                               

                                                                         




                                                             დანართი №3

1.     მოცემულ წინადადებებში იპოვეთ ერთი არასწორად შედგენილი სიტყვა, შემოხაზეთ ის და დაწერეთ სწორი ფორმით მოცემულ ხაზებზე.
1.       My teacher sametimes visits me.-----------
2.        After school we always go to the sinema.----                  
3.       Raeding books is interesting.--------------
4.       If you visit my farm, you will see meny animals.-------------
5.       My feivorite singer is Shakira.---------
6.       Do you often translate articles?-------------
7.       Workers always do the seim job.----------
8.       They did not anderstand me.-------------
9.       Can you laeve me alone?------------------

2.     მოცემულ სიტყვებს გვერდით მიუწერეთ მათი ინგლისურ
მნიშვნელობები.
              ლამაზი-
              მნიშვნელოვანი-
ზრდილობიანი-
დაკავშირება-
ხუთი-
ცხრა-
გამოცდა-
თარგმნა-
ხალისიანი-
სადგური-
3.     დაწერეთ მოცემული იტყვებიასოტა სწორი(თანმიმდევრული) წყობით.

Ooschl-
Ufuleatbi-
Tvisi-
Wkno-
Shglnei-
Keasp-
Ishfin-
Rriave-
Nncoetc-
Gelliva-

                                                              



                                                   
                                                          დანართი№4
დაწერეთ სიტყვები სწორად და თარგმნეთ ისინი
1.      iduge-----------   ---------------  owlolf---------------  --------------- letoh------- ------------
2.       llaivge----------- -----------erehwyreve--------------- ----------thap------- ------------
3.       fallsretaw------------- ---------------- orranw----------- ------------aror------- ---------
4.      peed------- --------- soniy-------- -----------aagin-------- ---------vace------ -----------
5.      ertened----------- -----------llyanif-------- ---------- lyswol--------- ----------
6.      elbidercni----------------- -----------------eahr------------ ----------------
შემოხაზეთ სწორად დაწერილი სიტყვა.
1.      brij   bridge  brige   2.  follow  folow  follou   3. finaly  finnaly  finally
2.      intered   entered   enterd   2. nerrow  narrow  narow  3. waterfall  waterfall waterfall
3.      incredible  inkredible encredible 2. noisy  noisy  noisi 3. egein  again  agein
  შემოხაზეთ სწორად დაწერილი სიტყვა და მიუწერეთ მისი ქართული მნიშვნელობა.
1.        Misteik     mistake    misteka           ---------------------------
2.       Peij           pega       page                    ---------------------------
3.       Cheinj       change     chenga            ----------------------------
4.       Slowly      slouli       slovly                --------------------------
5.       Niuspeiper    newspaper    newspaper  --------------------------
6.       Important   important    importente        ---------------------------
7.       Weak      week      wiik                              -------------------------
8.       Aditor     eaditor     editor                   ------------------------
9.       Each other          aech other     each ather   -----------------------
10.   Strit     street    streat                ---------------------------

                                 
                                                                     








                                                    დანართი №5
კარნახით წერისას გამოყენებული ტექსტები.
1.       There are thirty pupils in 6A class. Some pupils live near the school but some of them live farther and they don’t go on foot. They usually go by tram, or by bus and it takes them about half an hour. Tree pupils always go by car with their parents. It the most comfortable way. Pupils in 6A class love English and so English is more popular than Russian. The children find Russian more difficult. Their English lesson is always interesting. Their English teacher often records their answers. She is a very good listener.  They often do an interesting listening exercises too. Sometimes they work at the map and some of them make mistakes during finding some cities or the seas.

2.     Hello. I am Giorgi. I was born in 2000 in Samtredia. Now I want to write about my school life. My school is very far from my home and I always go to there by school bus with my friends. On Monday morning I have an English lesson. English is my favourite   subject but it is very difficult to learn all the new words. Sometimes my English teacher gives me lots of exercises and I need my sister to help me. I like our history lesson too. We read lots of interesting facts about the history of our country. We are standing at our desks and answer to our teacher’s questions. She always asks about ten questions.

3.       In the house near this garden there lived an old man. His name was William.  He sold a book in the bookshop in the village and bought a new pen. He did not like children. One day he stood under the tree and said. ,, I wish all girl and boys, who live near me in the village were on the moon. An old mand said it and all the children were on the moon. They were very scared and begun crying. There was cold. Their mother could not hear them because they were very far away. As there were no children near the tree, the birds stopped singing. They were sad.  A swallow looked down  at Mr. Williams and said ,, I wish all the children were here in the village again” but Williams said ,, I wish they were on the moon”


                                                                      ბიჭიკო ოჩიგავა
2017-2018 წ.

1 comment:

  1. ძალიან მომეწონა თქვენი კვლევა.წარმატებებს გისურვებთ

    ReplyDelete

ბლოგი გააქტიურდება სასწავლო წლის დაწყებისთანავე. მანამდე კი წარმატებულ და სახალისო უქმეებს გისურვებთ კოლეგებო:-)