კლასის საათები



კლასის საათის ოქმი N2

შეხვედრა N2


                           


მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს  სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასში ჩავატარე კლას საათი თემაზე: ,,მე რომ განათლების მინისტრი, დირექტორი და მასწავლებელი ვიყო“. შეხვედრა მიზნად ისახავდა, მოსწავლეებს გაეაზრებინათ სამივე რგოლის მნიშვნელობა მათუი განათლების პროცესში. შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებს განსახილველი თემის მიზანი გავაცანი და გონებრივი იერიშის მეთოდით თავიანთი მოსაზრებები დავაფიქსირებინე იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეცვლიდნენ განათლების მინისტრად, დირექტორად, ან მასწავლებლად ყოფნის შემთხვევაში. მათი მხრიდან ძალიან საინტერესო მოსაზრებები დაფიქსირდა. მათმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მასწავლებლად ყოფნის შემთხვევაში გაცილებით მომთხოვნი და მკაცრი იქნებოდა, რათა ადვიად შეძლებოდა კლასის მართვა. კლას საათი საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ ის გასცდა ტიპიური კლას საათის ფორმატს და მიიღო ღია დისკუსიის სახე, რომელსაცპედაგოგები და მეათე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. დისკუსიაში თანაბრად მონაწილეობნდნენ, როგორც მე-12, ისე მე-10 კლასის მოსწავლეები და ცდილობდნენ თავიანთი მოსაზრებები თამამად დაეფიქსირებინათ განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებთან, თუ წარმატებულ რეფორმასთან დაკავშირებით. გულახდილად და თამამად ისაუბრეს აგრეთვე იმ ცვლილებებზეც, რომლებსაც მასწავლებლად, ან დირექტორად ყოფნის შემთხვევაში განახორციელებდნენ. ის, რაც მოსწავლეებმა ჩვენს სკოლას დაუწუნეს, ინფორმაციის ვაკუუმია, რის გამოთაც მათ არ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში რაიონის მაშტაბით. დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიირეს მასწავლებლებმაც, რომლებიც აქტიურად პასუხობდნენ მოსწავლეთა კითხვებს და არც საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ერიდებოდნენ. შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვაპირებ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც განვაგრძო.







---------------------------------------------------------------
კლას საათის ოქმი N1

შეხვედრა N1

2018-2019 სასწავლო წელს ახალი კლასი ჩავიბარე და ამჯერადა მე-12 კლასის დამრიგებელი ვარ, რაც საკმაოდ საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმეა ცემთვის. უკვე 6 წელია დამრიგებლის სტატუსს ვატარებ და იმედი მაქვს, რომ წინა წლებში დაგროვილი გამოცდილება დამეხმარება ამ საპასუხისმგებლო და საკმაოდ რთული საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში. კლასი ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი და აქტიურია, რაც ვფიქრობ, რომ  კიდევ უფრო მეტად შემიწყობს ხელოს მათთან ურთიერთობაში. ისევე, როგორც ყოველი ახალი სასწავლო წლისთვის, ამჯერადაც დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მოვემზადე. შევადგინე სადამრიგებლოი პროგრამა, რომელშიც ძალიან საინტერესო აქტივობებს მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოვუყარე თავი ის მოსწავლეებს სწორედ  17 სექტემბერს გავაცანი. მოსწავლეებს პროგრამა ზალიან მოეწონათ და მასში რამდენიმე აქტივობის ჩამატების ინიციატივითაც გამოვიდნენ. ძალიან მოეწონათ კლასის საათაის ფარგლებში განსახილველი საკითხებიც,რომელიც თვეში ერთჯერ ტელეგადაცემის ფორმატით იქნება წარმოდგენილი. შეხვედრის დასაწყისში ერთობლივად  შევადგინეთ ქცევის კოდექსი და ამ კუთხითაც ძალიან საინტერესო მუშაობა გამოგვივიდა.ძალიან საინტეწრესო იყო აგრეთვე აქტივობა ,,ბლიც კითხვები". მოსწავლეებს ვთხოვე წრეზე დამსხდარიყვნენ და ჩემს მიერ დასმულ ფსიქოლოგიურ კითხვებზე ეპასუხათ. მოსწავლეებს ფორმატი იმდენად მოეწონათ, რომ კითხვების ამოწურვისას უკმაყოფილებაც კი გამოთქვეს. აქტივობა მიზნად ისახავდა თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების დადგენას. პირველი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან საინტერესო გეგმები დავსახეთ. მოსწავლეებს თავიანთი მოლოდინები კითხვარების სახით წარმოვადგენინე. მჯერა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.




                                                                

No comments:

Post a Comment

ბლოგი გააქტიურდება სასწავლო წლის დაწყებისთანავე. მანამდე კი წარმატებულ და სახალისო უქმეებს გისურვებთ კოლეგებო:-)