ჩემი შემოქნედება

ადრეული ბავშვობიდან ვწერ...
ვწერ ყველაფერზე. იმაზე, რაც მაწუხებს და ცხადია იმაზეც, რაც ბედნიერებას მანიჭებს. ვწერ იქ, სადაც ვგრძნობ, რომ წერის დროა და ალბათ სწორედ ამიტომაც, ხშირად მნახავთ ჩემს განუყრელ მეგობრებთან, უბის წიგნაკთან და კალამთან ერთად. უხმარი ფურცლების კოლექციონერი ვარ და შესაბამისად, ჩემს მეგობრებს არ უწევთ დიდი ფიქრი იმაზე, თუ რა მაჩუქონ. 
პოეტი არ ვარ, არც პროზაიკოსი და ალბათ სწორედ ამიტომაც ვაქციე ზურგი ჩანახატებსა და ლექსებს ამ ბოლო დროს. ვერ ვიტყვი, რომ სატქმელი არაფერი მაქვს, ან კიდევ ემოციებმა დამტოვეს. უბრალოდ მუზა გამიჯავრდა. მე პოეტი არ ვარ...




No comments:

Post a Comment

ბლოგი გააქტიურდება სასწავლო წლის დაწყებისთანავე. მანამდე კი წარმატებულ და სახალისო უქმეებს გისურვებთ კოლეგებო:-)