კოლეგებთან თანამშრომლობა

2015 სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლაში, სქემის ფარგლებში ფასილიტატორად ამირჩიეს, რამაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა როგორც საკუთარი, ისე კოლეგების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის საქმეში. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა ესოდენ დიდი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რადგან ფასილიტაცია ჩემი ყოფილი პედაგოგებისთვის უნდა გამეწია, თუმცა მათმა გვერდში დგომამ, თავდაუზოგავმა შრომამ და საქმისადმი  სიყვარულმა ყოველგვარი ბარიერის გადალახვა შემაძლებინა. სწორედ ასე ვიქეცით ერთ გუნდად და საერთო მიზნისკენ დღემდე ერთად მოვდივართ.  ერთმანეთის გვერდში დგომამ შეგვაძლებინა ის, რომ  განათლების სფეროში არსებული ყოველგვარი სიახლის ერთმნაეთისთვის გაზიარება ჩვენი სკოლის ერთგვარ კულტურად გვექცია და პროფესიულ განვითარებაზეც ერთობლივად, საერთო ძალებით გვეზრუნა. ჩვენ ვართ გუნდი, სადაც არ არის შური და ბოღმა. ჩვენ გვსურს ვიყოთ წარმატებულები და სიახლეებზე ორიენტირებულები. ამას კი ერთმანეთის სიყვარული შეგვაძლებინებს.


No comments:

Post a Comment

ბლოგი გააქტიურდება სასწავლო წლის დაწყებისთანავე. მანამდე კი წარმატებულ და სახალისო უქმეებს გისურვებთ კოლეგებო:-)