ინგლისური ენის კათედრა

უკვე ორი ათწლეულია, სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლაში ორი უცხო ენა ისწავლება: ინგლისური და რუსული ენები. ტრადიცია არც ახალ 2018-2019 სასწავლო წელს დარღვეულა და სკოლა ისევ აქტიურად განაგრძობს მუშაობას ამ ორი ენის სწავლების მიმართულებით. აღნიშნულ საგნებს კვალიფიციური მასწავლებლები ასწავლიან, რომლებიც აქტიურად ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა, ისე თავიანთ პროფესიულ განვითარებაზე. აქტივობების, მოსწავლეთა ინტერესებისა და შესწაძლებლობების გათვალისწინებით დაგეგმვა და  სწავლების დიფერენცირებული მიდგომა, ეს ჩვენი სკოლის უცხო ენების კათედრის მთავარი კურსია. უცხო ენების კატედრა სამი მასწავლებლისგან შედგება;

1. ბიჭიკო ოჩიგავა-ინგლისური ენის მასწავლებელი. ფასილიტატორი სქემის ფარგლებში. კათედრის თავმჯდომარე. სტატუსით უფროსი. სამუშაო გამოცდილება 7 წელი.

2. თამარ გუნია- ინგლისური ენის მასწავლებელი. სტატუსით უფროსი. სამუშაო გამოცდილება 20 წელი.

3. ჯემალ რურუა-რუსულის მასწავლებელი.სტატუსით პრაქტიკოსი. სამუშაო გამოცდილება  51 წელი.
---------------------------------------------------------------------------------------------------------- აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი სკოლის უცხო ენების კათედრის სამუშაო/სამოქმედო გეგმას.

სამოქმედო გეგმა

პირველი სემესტრის შეჯამება.


---------------------------------------------------------------------------------------


სხდომის ოქმი N2
სხდომის ოქმი N3
                                                                 მუშაობის პროცესში.





-----------------------------------------------------------
   სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მე-6,7,8 კლასებში, ინგლისური ენის მასწავლებელმა, ბიჭიკო ოჩიგავამ ინტელექტუალური თამაში ,,the smartest pupil” ჩაატარა. თამაში სამი ეტაპისგან შედგებოდა და კითხვები ყოველ მომდევნო ეტაპზე რთულდებოდა. პირველ ტურში სულ თხუთმეტი მოსწავლე მონაწილეობდა და მათგან მეორე ტურში ყველაზე მაღალი ქულის მფლობელი შვიდი მოსწავლე გადავიდა. ფინალურ ტურში სამმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებული კი მეექვსე კლასის მოსწავლე, ავთანდილ ნოდია გახდა, რომელმაც მის მოწინააღმდეგეებს მხოლოდ ერთი ქულით აჯობა და გამარჯვებულიც სწორედ ის გახდა. კითხვები კომბინირებული ტიპის იყო. პირველი და მეორე ტურები გრამატიკულ საკითხებს დაეთმო, ხოლო ფინალური ტური წაკითხულის გააზრებასა და ლექსიკურ სავარჯიშოებს დაეთმო. უცხო ენის კათედრა მომავალშიც აქტიურად გეგმავს მსგავსი ტიპის ინტელექტუალური თამაშების დაგეგმვას, რადგან ის საგრძნობლად ზრდის მოსწავლის მოტივაციას.

https://www.facebook.com/100029862604171/videos/vb.100029862604171/157971785208241/?type=3


No comments:

Post a Comment

ბლოგი გააქტიურდება სასწავლო წლის დაწყებისთანავე. მანამდე კი წარმატებულ და სახალისო უქმეებს გისურვებთ კოლეგებო:-)