ჩემი სადამრიგებლო კლასი



2018-2019 სასწავლო წელს ახალი კლასი ჩავიბარე და ამჯერად მე-12 კლასის დამრიგებელი ვარ, რაც საკმაოდ საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმეა ჩემთვის. უკვე 6 წელია დამრიგებლის სტატუსს ვატარებ და იმედი მაქვს, რომ წინა წლებში დაგროვილი გამოცდილება დამეხმარება ამ საპასუხისმგებლო და საკმაოდ რთული საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში. კლასი ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი და აქტიურია, რაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო შემიწყობს ხელს მათთან ურთიერთობაში. ისევე როგორც ყოველი ახალი სასწავლო წლისთვის, ახალი სასწავლო წლისთვისაც დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მოვემზადე. შევადგინე სადამრიგებლო პროგრამა, რომელშიაც ძალიან საინტერესო აქტივობებს მოვუყარე თავი და ისინი მოსწავლეებს სწორედ 17 სექტემბერს გავაცანი. მოსწავლეებს პროგრამა ძალიან მოეწონათ და მასში კიდევ რამდენიმე აქტივობის ჩამატების სურვილიც გამოთქვეს. ძალიან მოეწონათ კლას საათის ფარგლებში განსახილველი საკითხებიც, რომლებიც თვეში ერთჯერ,  ტელეგადაცემის ფორმატში  იქნება წარმოდგენილი. შეხვედრის დასაწყისში ერთიობლივად შევადგინეთ ქცევის დეკლარაცია და ამ კუთხითაც ძალიან საინტერესო მუშაობა გამოგვივიდა. ძალიან საინტერესო იყო აგრეთვე აქტივობა ,,ბლიც კითხვები". მოსწავლეებს ვთხოვე წრეზე დამსხდარიყვნენ და ჩემს მიერ დასმულ ფსიქოლოგიურ კითხვებზე ესაუბრათ. მოსწავლეებს ფორმატი იმდენად მოეწონათ, რომ კითხვების ამოწურვისას  უკმაყოფილებაც კი გამოთქვეს. აქტივობა მიზნად ისახავდა თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური მახასიათებლების ამოცნობას. პირველი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან საინტერესო გეგმები დავსახეთ. მოსწავლეებს თავიანთი მოლოდინები  კითხვარების სახით წარმოვადგენინე. მჯერა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.








No comments:

Post a Comment

ბლოგი გააქტიურდება სასწავლო წლის დაწყებისთანავე. მანამდე კი წარმატებულ და სახალისო უქმეებს გისურვებთ კოლეგებო:-)