სადამრიგებლო პროგრამა




ბიჭიკო

ოჩიგავა



სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის

საჯარო სკოლა



                                    2018-2019წ.



ჩემი კლასის მოსწავლეები

1.     გაგუა მარიამი
2.   გაგუა ცეზარი
3.   ლაბარტყავა საბა
4.   ლაბარტყავა კონსტანტინე
5.   მაკალათია ნიკა
6.   მელია ნინო
7.   მიმინოშვილი მედეა
8.   მელია თამთა
9.   ოჩიგავა ირაკლი
10.               ოჩიგავა მარიამი
11.               ოჩიგავა მარიამი
12.               რურუა ილია
13.               ჯელია ნინო
14.               ჯიჯეიშვილი შოთა
15.               ქიქავა გიგა


მე და ჩემი კლასი

აღნიშნულ კლასთან  მუშაობის   გამოცდილება არ გამაჩნია, თუ არ ჩავთვლით  რამდენიმე ღონისძიებას, რომელიც გასულ სასწავლო წელს  ერთობლივად დავგეგმეთ და განვახორციელეთ. მათთან  უშუალო ურთიერთობა სწორედ წელს მომიწევს, რადგან მათი დამრიგებლის ამპლუაში ვიმყოფები.  ვინაიდან დამამთავრებელი კლასია და  თუ  გავითვალისწინებ იმასაც, რომ  მათი კლასის დამრიგებლად  ჩემი კანდიდატურა სწორედ მათ  დაასახელეს, ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან მათი  მოლოდინები უნდა გავამართლო. მართალია, აქამდე ერთმანეთთან ხშირი  საქმიანი ურთიერთობა  არ გვქონია, თუმცა კოლეგებისგან მათი წარმატებებისა და შესაძლებლობების შესახებ ძალიან ბევრი მსმენია და მჯერა, რომ მათ ამ უნარებს აუცილებლად  გამოვიყენებ როგორც რესურსს, მათივე წარმატებებისათვის. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემს მიერ დაგეგმილი მთელი რიგი აქტივობები დამეხმარება იმაში, რომ მათთან ერთად, ძალიან შემოქმედებითი, საინტერესო და ნაყოფიერი ერთი სასწავლო წელი შევმატო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას.



          პატივს ვცემ და ვითვალისწინებ შემდეგ პრინციპებს



1. ჩათვალე სკოლა ადგილად, სადაც შეიძლება სრულად გამოვლინდეს შენი ნიჭი.

2. მონახე შენში სახე შენი

3. ნუ ჩაიკეტები მასწავლებლობაში.
4.
დაიმახსოვრე, მასწავლებლობაში ბედნიერება შრომაშია- იყავი ბედნიერი.
5.
იყავი მართალი და პატიოსანი.
6.
დააფასე იუმორის გრძნობა.
7.
იყავი თავშეკავებული - არ დაკარგო თავმოყვარეობა.
8.
ნუ აჩვენებ, იყო უფრო ჭკვიანი, ვიდრე ხარ.
9.
გქონდეს შენი მოქალაქეობრივი მრწამსი.
 

მასწავლებლის 10 მცნება
(ჯორჯ პოია.)
1.
გაინტერესებდეს შენი საგანი.
2.
იცოდე შენი საგანი.
3.
უწყოდე, რა გზით შეიძლება შენთვის ახლის შესწავლა, რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა ოდეს თავად აღმოაჩენ.
4.
ხედვიდე მოსწავლეთა სახეებზე ფიქრსა მათსა, რასაც ელიან შენგან; პატივ ეც სატკივარსა მათსა, ძალ გედვას მათ ადგილას საკუთარი თავის ხილვისა.
5.
არა თაყვანი ეც მწირსა ინფორმაციასა, ესწრაფვიდე დააჩვიო მოწაფე სჯასა, თანმიმდევრულად მუშაობის უნარსა და კეთილ-ჰყავ წესი აზროვნებისა მისისა.
6.
დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრასა.
7.
დააჩვიე ყმაწვილი მტკიცების წესსა და რიგსა.
8.
ჰპოვე ადამიანში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა ადამიანის ამოხსნაში გამოგადგეს. აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი.
9.
არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად, რათა თავად მოწაფემან გამოიტანოს საიდუმლო იგი, ვიდრე განუმარტავდე შენ,თავად იპოვონ რაც შეიძლება მეტი.
10.
კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი, იძულებით ნუ მოახვევ საკუთარ აზრს


სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:



> აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;



> შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;



> მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;



> თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;



> ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპ - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.





სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:



1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;



2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;



3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;



4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.



----------------------------------------------------------------------------------------------                 

კლას საათებისა და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე განსახორციელებელ აქტივობათა კალენდარული გეგმა.



შესასრულებელი   საკითხები
შესრულების
        დრო
შენიშვნა
1
სადამრიგებლო პროგრამის შედგენა
სექტემბერი
2
 საკლასო  ოთახის  მოწესრიგება  და  სასიამოვნო  გარემოს შექმნა                        
სექტემბერი
3
სადამრიგებლო ჟურნალის შევსება
სექტემბერი

4
---------
სადამრიგებლო კლასთნ შეხვედრა და ორგანიზაციულ საკითხებზე საუბარი. სადამრიგებლო პროგრამისა და წლის მანზილზე განსახორციელებელ აქტივობატა ცამონათვალის გაცნობა. მათი იდეების გაზიარება. ქცევის წესებისა და მათი დარღვევისას დასაკისრებელი სანქციების გაცნობა.
სექტემბერი. სასწავლო წლის დასაწყისი. პირველი შეხვედრა.
5
მოსწავლეთა გამოცხადების და დაგვიანე-
ბის ყოველდღიური  აღრიცხვა
მთელი წლის
მანძილზე
6
ინდივიდუალური შეხვედრები  მშობლებთან
მთელი წლის
მანძილზე საჭიროებისამებრ.
12
სასწავლო მოლოდინები.   დისკუსია-მე რომ მასწავლებელი, განათლების მინისტრი, დირექტორი, დამრიგებელი ვიყო.
სექტემბერი
13
მავნე ჩვევებიზე დისკუსია: ალკოჰოლი, სიგარეტი. მარიხუანის ლეგალიზაცია.
ოქტომბერი
14
ტოლერანტობა და ჰომოფობია. როდის ირღვევა ჩვენი უფლებები? ადამიანთა პატივისცემა რასის, რელიგიის, ორიენტაციის მიუხედავად. მაგალითები.
ოქტომბერი
15
სოფლელობისა და ქალაქელობის ,,ინსტიტუტი“
ნოემბერი
16
ჩვენ და სტერეოტიპები.მათი სახეები. პირადი მაგალითები.
ნოემბერი
17.
გენდერული თანასწორობა და საქრთველო. მაგალითები.
დეკემბერი
18.
ქართული ტრადიციების დადებითი და უარყოფიტი მხარეები.მაგალითები.
დეკემბერი
19.
გენდერული თანსაწორობა.
იანვარი
20.
 ქალ-ვაჟს შორის მეგობრობა. არგუმენტები.
თებერვალი
21.
უფლებების დარღვევა. როდის ვარღვევ სხვათა უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი უფლებები? უფლებების დარღვევა იწვევს კონფლიქტებს, ჩვენ შეგვიძლია კონფლიქტების მოგვარება.

თებერვალი
22.
ოჯახური ძალადობა და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა.
თებერვალი
23.
თაობათა  შორის ბრძოლა. მე რომ მშობელი ვიყო.

მარტი
24.
საფრთხეები ურთიერთობაში: ეჭვიანობა, ღალატი,შური და ა.შ.  როგორ ამოვიცნოთ ისინი და ვებრძოლოთ მათ?

მარტი
26.
ნაადრევი ქორწინება. სტერეოტიპები. ,,ნაადრევი ყველაფერი კარგია სიკვდილის გარდა“. მოტაცების ინსტიტუტი. საფრთხეები.

აპრილი
27.
დისკუსია 21-ე საუკუნის ტენდენციებზე:. ,,ტატუ“ ,,პირსინგი“ უჩვეულო ფერის თმები და ვარცხნილობები ქალებსა და მამაკაცებში.


აპრილი
28.
წლიური ანგარიში. საბოლოო შედეგებზე საუბარი.
მაისი.



სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მიერ 2018-2019 წლებში ჩასატარებელ  სასკოლო ღონისძიებათა კალენდარული გეგმა

N
თარიღი
ღონისძიების დასახელება

1

ნოემბერი


1.     ,,სული მეგრული“


2

დეკემბერი

          2. საახალწლო კარნავალი „ წელი მოდის ახალი“


3

მარტი
         
          3. „დედა არსობის საწყისი“


4

აპრილი

          4.ექსკურსია მარტვილის ღირშესანიშნავ ადგილებში


5

მაისი

           5.  ,,ბოლო ზარი 2018“

დამრიგებლის  თვითშეფასების კითხვარი



#
პირობა
რეგულარულად
ხშირად
იშვიათად
არასოდეს
1
ვზრუნავ  ეფექტურ  სასწავლო  გარემოს   შექმნაზე
დიახ
2
ვაკვირდები    მოსწავლეთა  აკადემიურ    შეფასებას
დიახ
3
ვაკვირდბი  რამდენად  იცავენ
მოსწავლეები  ქცევის  წესებს
დიახ
4
ვიზიარებ  მოსწავლეთა  შეხედულებებსა  და  შენიშვნებს
დიახ
5
ვიკვლევ  კლასში  შექმნილ  პრობლემის  მიზეზებს  და  ვსახავ  გამოსწორების  გზებს
ხშირად
6
ვთანამშრომლობ  მშობლებთან
ხშირად









No comments:

Post a Comment

ბლოგი გააქტიურდება სასწავლო წლის დაწყებისთანავე. მანამდე კი წარმატებულ და სახალისო უქმეებს გისურვებთ კოლეგებო:-)