კვლევები, მიგნებები და რეკომენდაციები


ეს გახლავთ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და თემაზე ,, მართლწერის პრობლემა ინგლისურ ენაში". არ მიითვისოთ, უკვე ატვირთული მაქვს ,,ესქულში" ასე რომ აზრი არ აქვს:-))


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა



---------------------------------------------------------------------------------------------------------------------


ამ ბმულზე წარმოგიდგენთ ჩემს მეთოდურ სტატიას ,,სათვალის ეფექტი" რომელიც საგანმანათლებლო პორტალზე ,,ეტალონი განათლება" გამოქვეყნდა.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

      გამოკითხვის შედეგების ანგარიში




  მოგეხსენებათ, რომ სწავლა საკმაოდ რთული პროცესია, რაც თავისთავად ერთნაირად სასიამოვნო ვერ იქნება თითოეული მოსწავლისთვის. ამ პირობებში მასწავლებელი ვალდებულია, მოსწავლეში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებაზე იზრუნოს, რაც არანაკლებ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა ვინაიდან ესოდენ საპასუხისმგებლო საქმე ვიკისრეთ, ვალდებულნი ვართ არ დავნებდეთ და ჩვენს საქმიანობას კეთილსინდისიერად ვემსახუროთ.
    როგორც აღვნიშნე სწავლა რთული და შრომატევადი პროცესია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საწავლისა და შემოქმედებით პროცესში მარტო არ ვართ, ჩვენს ირგვლივ მოსწავლეები არიან, რომლებიც ისევე გეგმავენ თავიანთ სასწავლო პროცესს  როგორც ჩვენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ მოლოდინები მათაც გააჩნიათ და გაცილებით მეტიც კი, ვიდრე ჩვენ. სწორედ ამიტომაც აუცილებელია არამარტო  სასწავლო პროცესში ჩავრთოთ ისინი, არამედ მათი მოლოდინები და დამოკიდებულებები ერთგვარ რესურსადაც კი გამოიყენოს საკუთარი საქმიანობის დაგეგმვის პროცესში. 
  სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე, რომ თითოეულ იმ კლასში, სადაც კი ვასწავლი, ერთგვარი წერილობითი გამოკითხვა ჩამეტარებინა. ტესტირებამ საინტერესო შედეგებიუ აჩვენა.


                                         
      
კითხვარი.

1.       გიძნელდებათ თუ არა ინგლისური ენის სწავლა და რატომ?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.       გრამატიკული ნაწილი უფრო მოგწონთ, თუ ლექსიკური და რატომ?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.       როგორი უნდა იყოს გაკვეთილი რომ მოსაბეზრებელი არ იყოს?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.       მე რომ მასწავლებელი ვიყო, როგორ დავაინტერესებდი მოსწავლეს სწავლისადმი და რას გავაკეთებდი იმისათვის, რომ მოსწავლეს სწავლა გაუადვილდეს?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.       როგორი გაკვეთილი მირჩევნია? შემოხაზეთ სასურველი  ნომრები.
1.       როცა მასწავლებელი საუბრობს და ხსნის გაკვეთილს მხოლოდ.
2.       როცა მოსწავლეები ერთად ვმუშაობთ ჯგუფებში.
3.       როცა დამოუკიდებლად ვმუშაობ.
4.       როცა ხშირად მასწავლებლის როლს ვასრულებ და ვხსნი გაკვეთილს.
5.       როცა ჩუმად ვარ და ჩემთვის ვმუშაობ.
6.       როცა მასწავლებელი მომთხოვნია.
7.       როცა მასწავლებელი მეგობრული და მომთხოვნია.
8.       როცა მასწავლებელი მხოლოდ წიგნში მოცემულ სავარჯიშოებს გვაკეთებინებს.
9.       როცა მასწავლებელი თითოეულ ჩვენგანს განსხვავებულ სავარჯიშოებზე გვამუშავებს.
10.   როცა მასწავლებელი ყველას ერთნაირ სავარჯიშოებზე გვამუშავებს.


                  გამოკითხვაში სულ 32 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას  და თითოეულ მათგანს კითხვარი  ინდივიდუალურად დავურიგე. კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით კი ვთხოვე მათ, რომ თავიანთი სახელი და გვარები არ აღენიშნათ. კითხვარებმა ძალიან საინტერესო და ყურადსაღები შედეგი აჩვენეს.
                  მაგალითად, კითხვაზე: გიძნელდებათ თუ არა ინგლისური ენის სწავლა და რატომ?  23-მა მოსწავლემ აღნიშნა, რომ ინგლისური ენის შესწავლა მათთვის სირთულეს წარმოადგენს, რის მიზეზადაც თავიანთი მოუნდომებლობა და სიზარმაცე დაასახელეს. რამდენიმე მოსწავლემ კი სირთულის მიზეზად თავად ენის სპეციფიკა დაასახელა.
                   რაც შეეხება კითხვაზე:  გრამატიკული ნაწილი უფრო მოგწონთ, თუ ლექსიკური და რატომ? 17-მა მოსწავლემ უპირატესობა გრამატიკულ ნაწილს მიანიჭა და აღნიშნა, რომ მასზე მუშაობა გაცილებით ადვილია, რადგან მოცემული გრამატიკული სავარჯიშოები არ შეიცავენ რთულ სიტყვებსა და წინადადებებს, რაც მათივე თქმით  მათ სასწავლო პროცესს უმარტივებს.
          კითხვაზე, როგორი უნდა იყოს გაკვეთილი რომ მოსაბეზრებელი არ იყოს? თითქმის ყველა მოსწავლემ ცალსახა პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ გაკვეთილი აუცილებლად უნდა იყოს სახალისო და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული, რათა სწავლის პროცესი უინტერესო და მოსაწყენი არ გახდეს. ამ პროცესში კი მთავარი პასუხისმგებლობა მასწავლებელს დააკისრა.
        ასევე ცალსახა პასუხები დააფიქსირეს მოსწავლეებმა კითხვაზე: მე რომ მასწავლებელი ვიყო, როგორ დავაინტერესებდი მოსწავლეს სწავლისადმი და რას გავაკეთებდი იმისათვის, რომ მოსწავლეს სწავლა გაუადვილდეს? მათმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მასწავლებლად ყოფნის შემთხვევაში, გაცილებით გასაგებ და მარტივ ენაზე მიაწვდიდა მოსწავლეს ახალ მასალას.
     არანაკლებ საინტერესოდ უპასუხეს კითხვას: როგორი გაკვეთილი მირჩევნია?
მოსწავლეთა 80%-მა აღნიშნა, რომ მასწავლებლად ყოფნის შემთხვევაში აღმზრდელობითი საქმიანობის  მკაცრ და მომთხოვნ სტილს აირჩევდა. მოსწავლეთა ამგვარი შეხედულებები უცნაურია იმ ფონზე, როცა თავიანთ მასწავლებლებთან  ურთიერთობის პროცესში ჰუმანური და ლმობიერი  მასწავლებლებისკენ იხრებიან. საინტერესოა ისიც, რომ 29 მოსწავლემ გაკვეთილზე მუშაობის  ჯგუფურ ფორმას მიანიჭა უპირატესობა. მოსწავლეთა ნაწილმა კი საკლასო მუშაობის ერთ-ერთ ეფექტურ მოდელად მოსწავლის მიერ მასწავლებლის როლის მორგება დაასახელა.
    გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობის მხრივ თითქმის არანაირი პრობლემა არ მაქვს. მათთან უშუალო და პარტნიორული დამოკიდებულება მაძლევს იმის საშუალებას, რომ თავიდან ავირიდო ყოველგვარი  ბარიერი  სასწავლო პროცესში. რაც შეეხება საგნის სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეს აუცილებლად ვეცდები, რომ კიდევ უფრო კარგად შევისწავლო თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა თითოეული აქტივობა სწორედ მათ ინდივიდუალურ საჭიროებას მოვარგო. იმისათვის, რომ საგაკვეთილო პროცესი კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო გავხადო, აუცილებლად შევიტან ცვლილებებს აწ უკვე ბევრჯერ ნაცად აქტივობებში და პარალელურად ვიზრუნებ ახალი სტრატეგიებისა და მეთოდების დასანერგად. გაცილებით მეტ ყურადღებას დავუთმობ ჯგუფური მუშაობის მეთოდს, რამეთუ მოსწავლეთა უმრავლესობამ  მხარი კლასის ორგანიზების სწორედ ამ ფორმას დაუჭირა . საგაკვეთილო პროცესში კიდევ უფრო ხშირი ინტენსივობით გამოვიყენებ როლური თამაშის მეთოდს, რამეთუ მოსწავლეთა ნაწილის მიიჩნევს, რომ მასწავლებლის როლის მორგება გაკვეთილს საკმაოდ საინტერესოსა და სახალისოს გახდის.
ვფიქრობ, რომ მოსწავლეებმა საკმაოდ საინტერესო და საჭირო აქცენტები გააკეთეს, რაც აუცილებლად საჭიროებს ქმედითი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმას. იმედი მაქვს, რომ  საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას კიდევ უფრო დავხვეწავ   და მათ იმედებს გავამართლებ.







--------------------------------------------------------



ახალი სასწავლო წელი სეფიეთის საჯარო სკოლაში საინტერესო გამოწვევით დავიწყე. მოსწავლეებს კომბინირებული ტიპის ტესტი შევთავაზე, რომლის მიზანიც, მათი წინარე ცოდნის შემოწმება და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება გახლდათ. დავინტერესდი რა, დამედგინა, თუ რა ახსოვდათ მოსწავლეებს წინა სასწავლო წელს შესწავლილი გრამატიკული საკითხებიდან, გადავწყვიტე მათთვის დიაგნოსტიკური ტესტირება ჩამეტარებინა. ტესტი 55 საკითხისგან შედგებოდა და თითო კითხვა ერთი ქულით ფასდებოდა. ტესტირება საინტერესო ფორმატის იყო გამომდინარე იქიდან, რომ მასში სხვადასხვა დონისა და ტიპის საკითხები იყო თავმყრილი, რამაც თითოეული მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა ეჩვენებინა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.რომელიც მე6, მე7, მე-8 და მე-10 კლასებში ჩავატარე, საინტერესო შედეგები აჩვენა:
კლასი:6
მოსწავლეთა რაოდენობა:6
მიღებული ქულები გადანაწილდა შემდეგი თანმიმდევრობით:
ქულები
10
9
8
7
6
5
მოსწავლეთა რაოდენება
1
3
2
0
0
1

ტესტირებამ ა აჩვენა, რომ მე-6 კლასში, მოსწავლეთა 50%-ს განსაკუთრებით, პირის და კუთვნილებით ნაცვალსახელებზე მუშაობა გაუჭირდა. არადამაკმაყოფილებელი შედეგი დაიდო ზმნების სწორი გრამატიკული ფორმით წარმოების მხრივაც, თუმცა ყოველივე ამას მნიშვნელოვანი გავლენა არე მოუხდენია საბოლოო შედეგებზე. გამოვლენილი შედეგები ნათელი მაგალითია იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშავო, როგორც  პირისა და კუთვნილებით ნაცვალსახელებზე, ისე ზმნების სწორად წარმოების მიმართულებით.


მე-7 კლასში სულ 7 მოსწავლე ირიცხება. მათგან ერთი მოსწავლე აკადემიურად ძალიან სუსტია, რომელსაც დამოუკიდებლად მუშაობა არ შეუძლია. დანარჩენმა ექვსმა მოსწავლემ კი საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. კომბინირებული  ტესტი სულ 55 კითხვისგან შედგებოდა. მოსწავლეთა ნამუშევრებმა აჩვენეს, რომ განსაკუთრებული დამატებითი მუშაობა მომიწევს ზმნების სწორი ფორმით წარმოების კუთხით. უნდა გადავიმეოროთ გრამატიკული დროები. განსაკუთრებით კი წარსულის მარტივი განგრძობითი  დრო(past continous). შეცდომების უმეტესობა არაწესიერი ზმნების სწორად წარმოების მხრივ დაფიქსირდა.
კლასი:7
მოსწავლეთა რაოდენობა:7
ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა.
ქულები
10
9
8
7
6
5
მოსწავლეთა რაოდენება
0
2
2
2
0
1

კარგი შედეგები დააფიქსირა მე-8 კლასმა, სადაც 10 მოსწავლე ირიცხება. მოსწავლეთა 30%-მა  თითქმის ყველა ტიპის სავარჯიშოს ერთნაირი წარმატებით გაართვა თავი. შედარებით დაბალი შედეგი დააფიქსირა ორმა მოსწავლემ, რომლებსაც განსაკუთრებით, წინადადებებში დაშვებული გრამატიკული შეცდომების კორექტირება გაუჭირდათ. გამომდინარე აქედან, ვგეგმავ, რომ გაცილებით მეტი ყურადღება დავუთმო ისეთი ტიპის დავალებებს, რომლებიც მოსწავლეებს ლოგიკური აზროვნების უნარებს განუვითარებს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ვიმუშაო წინარე ცოდნის გააქტიურება/განმტკიცებაზეც. კლასში 3 ძალიან დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე ირიცხება, რომლებსაც დამოუკიდებლად მუშაობა თითქმის არ შეუძლიათ და შესაბამისად ძალიან დაბალი შედეგი აჩვენეს. აუცილებელია მათთან ინდივიდუალური მუშაობის გაგრძელება.
ლასი:8
მოსწავლეთა რაოდენობა:10
ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა.
ქულები
10
9
8
7
6
5
მოსწავლეთა რაოდენება
3
1
1
1
0
3


შედარებით დაბალი შედეგები დაიდო მეათე კლასში, სადაც 10 მოსწავლე ირიცხება. მოსწავლეებს განსაკუთრებით არაწესიერი ზმნების სწორად წარმოება გაუჭირდათ, რაც ნიშნავს იმას, რომ გაცილებით მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდო ამ ზმნების შესწავლის საკითხს. ხშირი ინტენსივობით უნდა ვაწარმოო მონიტორინგი მოსწავლეებში ცოდნის დონის შესამოწმებლად ამ მიმართულებით. შეცდომები დაფიქსირდა შეცდომების გასწორების მხრივაც, რაც ვფიქრობ გამოწვეულია იმით, რომ მოსწავლეებს ხშირად არ ჰქონიათ ამ ტიპის სამუშაოებზე მუშაობის პრაქტიკა. ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც სერიოზული მუშაობა მომიწევს.
კლასი:10
მოსწავლეთა რაოდენობა:10
ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა.

ქულები
10
9
8
7
6
5
მოსწავლეთა რაოდენება
0
3
2
3
1
1

საბოლოო ჯამში შედეგებით კმაყოფილი ვარ. ვაპირებ, რომ მსგავსი ტიპის დიაგნოსტიკური ტესტირება პირველი სემესტრის ბოლოსაც ჩავატარო. რაც შეეხება საბოლოო ტესტირებას, მას სასწავლო წლის დასასრულს ჩავატარებ.

ტესტი. ვარიანტი 1


ფოტოგალერეა




No comments:

Post a Comment

ბლოგი გააქტიურდება სასწავლო წლის დაწყებისთანავე. მანამდე კი წარმატებულ და სახალისო უქმეებს გისურვებთ კოლეგებო:-)