აქტივობათა რეფლექსიები

                                                
პირველი სემესტრის შეფასება

  2018-2019 სასწავლო წელი ტრადიციულად დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით დავიწყე. სასწავლო წლის დასაწყისშივე დავიწყე ზრუნვა მთელი რიგი იმ აქტივობების დაგეგმვაზე, რომელთა განხორციელებაც მთელი წლის მანძილზე დავისახე მიზნად. პირველ რიგში შევადგინე მე-12 კლასის სადამრიგებლო პროგრამა, რომელშიც თითოეული აქტივობა მოსწავლეთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებს მოვარგე. მჯერა, რომ სკოლის უმთავრესი მიზანი  მოსწავლეთა არამხოლოდ  რომელიმე დისციპლინით დაინტერესება უნდა იყოს, არამედ ის, მათ მრავალპროფილურ განვითარებას უნდა ისახავდეს მიზნად. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ მთელი რიგი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემს და არამარტო ჩემს კლასში  განმიხორციელებია, იდეაში სწორედ მოსწავლეთა მრავალფეროვანი შესაძლებლობების წარმოჩენასა და მათში მოტივაციის ზრდას გულისხმობდა.  ვთვლი, რომ ამ კუთხით მუშაობა ჩემი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, რასაც მომავალში კიდევ უფრო აქტიურ სახეს მივცემ.
   რაც შეეხება სხვა კლასებთან მუშაობას, ამ კუთხითაც მთელი რიგი ღონისძიებების დაგეგმვა სასწავლო წლის დასაწყისში დავიწყე და ძირითადად სხვადასხვა ტიპის საგნობრივი აქტივობები მოვიაზრე.  გავითვალისწინე რა ჩემი მოსწავლეების წინა სასწავლო წლის შედეგები, აუცილებელ საჭიროებად ჩავთვალე მათთვის დამატებითი, კომბინირებული ტიპის  ტესტების შედგენა. ტესტებზე სამუშაოდ, თითოეულ კლასთან, კვირაში ერთჯერ დამატებით ერთი საათი გამოვყავი და სიღრმისეულად ვმუშაობთ როგორც გრამატიკულ, ისე ლექსიკურ, მოსმენით და სასაუბრო სავარჯიშოებს. მართალია საკმაოდ შრომატევადი საქმეა, თუმცა შედეგი თვალსაჩინოა.
   პირველ სემესტრში ჩემ მიერ განხორციელებულ აქტივობებს შორის გამოვყოფ: ინტელექტუალური თამაში ,, ყველაზე ჭკვიანი“ რომელსაც ტელეშოუს სახე მივეცი და ძალიან საინტერესო გამოვიდა. გარდა ამისა უნდა აღვნიშნო ღონისძიება ,,სული მეგრული“ რომელიც მე-12 კლასში განვახორციელე. ღონისძიება მიზნად ისახავდა მეგრული ტრადიციისა და ზნე-ჩვეულებების წარმოჩენას. პირველი სემესტრის დასკვნითი ღონისძიება კი საახალწლო ღონისძიება გახლდათ, რომელიც ისევ მე-12, ჩემს სადამრიგებლო კლასთან ერთად განვახორციელე. ღონისძიება იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მაყურებელთა მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. იმისათვის, რომ მონაწილეებსა და მაყურებლებს შორის მჭიდრო კონტაქტი ყოფილიყო, გადავწყვიტე მასწავლებლებიც ჩამერთო გარკვეულ ნომრებში, რამაც ძალიან გაამართლა.
  რაც შეეხება პროფესიულ განვითარებას, გავიარე სამოქალაქო განათლების ორი ტრენინგ მოდული ქალაქ თბილისში. მართალია, ეს ტრენინგი უშუალოდ არ არის კავშირში ინგლისურ ენასთან, თუმცა ვთვლი, რომ პედაგოგი, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების საქმეს ემსახურება, პირველ რიგში, საკუთარი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე უნდა იზრუნოს, რათა ხელი შეუწყოს  აქტიური და საჭირო  პიროვნების აღზრდა-განვითარებას.
    რაც შეეხება კოლეგებთან თანამშრომლობას, ამ კუთხით წელსაც აქტიურად ვმუშაობ.  პირველი სემესტრის განმავლობაში ჩავატარე სამი გაკვეთილი. ვინაიდან აღნიშნული გაკვეთილები სქემის ფარგლებში არ ფასდებოდა (შიდაშეფასების გაკვეთილები ჩატარებული მაქვს შარშან) დასწრება ვთხოვე არა შეფასების ჯგუფის წევრებს, არამედ სხვა კოლეგებს, რადგან ჩემთვის მათი შეფასებებიც ძალიან მნიშვნელოვანია.
  პირველი სემესტრის საინტერესო იყო იმითაც, რომ შევადგინე  დამხმარე  რესურსი ,,ანბანი ინგლისურ ენაში“, რომელიც 25 გვერდისგან შედგება და ძალიან საინტერესო აქტივობებითა და ილუსტრაციებითაა გაჯერებული. აღნიშნულ რესურს აქტიურად ვიყენებ მეორე კლასში.
   პირველ სემესტრში საკუთარი საქმიანობით კმაყოფილი ვარ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ვერ მოვახერხე სამოდელო გაკვეთილის ჩატარება მე-10 კლასში, რადგან საშემოდგომო სამუშაოებთან დაკავშირებული ხშირი გაცდენებიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე დაგეგმილი გაკვეთილის პირველ სემესტრში მოსწრება. შესაბამისად აღნიშნულ გაკვეთილს მეორე სემესტრში ჩავატარებ.
  მეორე სემესტრში შემოქმედებითად კიდევ უფრო დატვირთული იქნება და იმედი მაქვს, რომ სასწავლო წლის მიწურულს ჩემი პორტფოლიო არაერთი საინტერესო აქტივობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას დაიტ

No comments:

Post a Comment

ბლოგი გააქტიურდება სასწავლო წლის დაწყებისთანავე. მანამდე კი წარმატებულ და სახალისო უქმეებს გისურვებთ კოლეგებო:-)