სასკოლო ღონისძიებები

მიმდინარე წლის 28 დეკემბერს, სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასმა 2018-2019 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ძალიან ლამაზი საახალწლო ღონისძიებით შეაჯამა. მოსწავლეები ღონისძიებაზე სამი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ და ძალიან საინტერესო აქტივობები სწორედ 28 დეკემბერს წარმოადგინეს მაყურებლის წინაშე. ღონისძიება შემდეგი ნომრებით იყო გაჯერებული: საახალწლო სიმღერები, სახალისო სიტუაციები, რომლებშიც მასწავლებლებმაც მიიღეს მონაწილეობა, ,,სკეტჩები", საცეკვაო ნომრები, სანტასა და ფერიას დიალოგები, იუმორისტილი მონოლოგები და ა.შ. მოსწავლეებმა სცენის დეკორაციაზეც იზრუნეს და ამ საქმესაცზალიან შემოქმედებითად მიუდგნენ. ნაძვის წიწვებით, ბამბით, ნათურებიუთა და საახალწლოდ მორთული ნაძვებით საშობაო სოფლის განწყობა განწყობა შექმნეს და მაყურებლის მხრიდან დიდი მოწონმებაცდაიმსახურეს. ღონისძიებამ აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა.





---------------------------------------------------------------------------------------
მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასმა საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება ,, სული მეგრული“ წარმოადგინა, რომლის მიზანიც გახლდათ მეგრული კულტურისა და ზნე-ჩვეულებების წარმოჩენა. სასიამოვნო მეგრული ჰანგები, თეატრალური ნომერი, ინფორმაციული ტიპის პრეზენტაციები, ვიდეორგოლები და მეგრულ ენაზე წარმოდგენილი ცნობილი ქართული ლექსები, ეს იმ პროგრამის არასრული ჩამონათვალია, რომელიც მოსწავლეებმა თითქმის ერთ თვიანი ერთობლივი მუსაობის შემდეგ მაღალ დონეზე წარმოადგინეს. ისინი საინტერესეო აქტივობებით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას თავისებურად ცდილობდნენ. განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია  და მოწონება დაიმსახურეა თეატრალურამ ნომერმა, რომლის დროსაც ორმა მოსწავლემ იასონისა და მედეას შორის არსებული პირადი უთანხმოების დეტალები უმაღლეს დონეზე წარმოადგინს და მაყურებელთა მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. არანაკლები მოწონება დაიმსახურა მუსიკალურმა ნომრებმაც. მოსწავლეები შეეცადნენ, რომ ძველისძველი მეგრული ჰანგები საკუთარ შესაძლებლობებზე მოერგოთ და მაყურებლისთვის სიამოვნება მიენიჭებინათ. ღონისძიების დასასრულს, მაყურებელს მადლობა გადაუხადეს და მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობნენ.



---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დღეს სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლაში,შემოდგომის სეზონის ,,ყველაზე ჭკვიანი" მოსწავე გამოვლინდა. ის მე-12 კლასის მოსწავლე,მარიამ გაგუა გახდა,რომელმაც გადამწყვეტ წუთებში მის მოწინააღმდეგეს ერთი ქულით აჯობა და ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვა. თამაში ძალიან საინტერესი და დაძაბული გამოდგა.მოსწავლეები მაქსიმალურად ცდილობდნენ თავიანთი ცოდნისა და უნარების გამოვლენას. მათ პასუხებს ჟიური ინიშნავდა და საბოლოო შედეგიც სწორედ მათ გამოაცხადეს. ინტელექტუალური თამაში სკოლის სააქტი დარბაზში გაიმართა და მას მასწავლებლები და სხვა კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ. თამაშში კი მეათე,მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის 12 მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას,რომლებსაც თავიანთი კლასელები ამხნევებდნენ. თამაშისთვის,სამივე ასაკობრივი დონისთვის ნაცნობი 22 შეიკითხვა იქნა შერჩეული.
P.S. მინდა მადლობა გადავუხადო
გვერდში დგომისთვის ჟიურის წევრებს: თამარ გუნიას,ინგა ძველაიასა და ინგა ფუტკარაიას.
მადლობას ვუხდი აგრეთვე ეკა ხვიჩიას,რომელმაც თამაშის ჩატარების იდეა შემომთავაზა და დღეს კიდევ ტექნიკურ მხარეზე იზრუნა.მადლობა ჩვენი სკოლის მომღერალ მოსწავლეებს:თაკო ხელიძესა და გიორგი რურუას.
გამარჯვებულს კი სულითა და გულით ვულოცავ ღირსეულ გამარჯვებას. მსგავსი ტიპის აქტივობებს მომავალშივ განვახორციელებ. ამის პირობას ვიძლევი.





No comments:

Post a Comment

ბლოგი გააქტიურდება სასწავლო წლის დაწყებისთანავე. მანამდე კი წარმატებულ და სახალისო უქმეებს გისურვებთ კოლეგებო:-)